შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დედა


4-03-2018, 21:13
ავტორი მარიტაა
ნანახია 1 242

შენ ჩემო დედავ, შენ ჩემო სიტკბოვ,
შენ ჩემი სულის წმინდა ლამპარო,
მე დღეს გამიკრთა მოგონებები
მინდა გრძნობებიც შენ მოგაბარო.
მინდა ყოველთვის ჩემს გვერდით იყო,
მინდა ყოველთვის ლაღად გხედავდე,
მინდა იცოდე რომ ჩემი გული
სავსეა გრძნობით, რომლებიც მწვავენ,
მწვავენ და შემდეგ მინთებენ სანთელს
ტკბილეულს გვერდით მიწყობენ ღამე
და მპირდებიან კარგად იქნება
შენი დედიკო, ნუ ეძებ დარდებს.
ჩემო ლამაზო მოვედი შენთან
შენ კი უთუოდ გულში ჩამიკარ,
სახლიდან გასულს დარდით და ღელვით
და მეგობრულად თვალი ჩამიკარ.
მოვედი დედა და გეამბორე
ლამაზ ბაგეზე, წლებმა რომ აკრთო,
მაგრამ შენს იმ უხვ სილამაზეს კი
წლებმაც კი რომ ვერაფერი აკლო.
მსოფლიოს დედებს მე შეგადარებ,
საუკეთესო შენვე გამოხვალ,
ამ განშორებით ნუ დაიტანჯე
და ამ მანძილით დღეს ნუღარ ოხრავ.
ნუ ფიქრობ დედი, რადგან შორსა ვარ,
ცუდად არ ვიყო, ან რამე მჭირდეს,
მე როცა ვიცი, რომ შენ არსებობ,
ტკბილი გრძნობებით დავიკივილებ.
ვიცი გაიგებ ჩემს დაკივლებას,
რადგან მანძილი მე ეს მოვხატე
და განშორებაც არ ისიკვდილო
რადგან ჩვენ ვერვინ ვერ დაგვამარცხებს.
მარიამ შალამბერიძე




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent