შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

phone drug


16-03-2018, 14:26
ავტორი determiner
ნანახია 1 250

ნელ-ნელა ქრება სინათლე ჩემში,
გამოწვეული შენი ხედვიდან,
ნელ-ნელა გხედავ ყოველდღე სხვებში
ჩვეულებრივი ჩანხარ გვერდიდან.
აქრობ ინტერესს და განცდებს ჩემსას
აღარ გაქვს ჩემთვის ნანატრი ფონი
შენ გააგრძელებ ყოველთვის შენსას
და გეჭირება სულ აიფონი.
ალბათ მიხვდები რაც დააშავე
და დაიძახებ უჩუმრად, ვაი !
ფიქრობ, გრძნობები რად გააშავე,
მაგრამ გიშველის შენ wifi.
ცრემლი თვალებზე ჩუმად გადგება,
ხან გცხელა, ხან კი ძლიერ გაცია
რაც იყო ახლა აღარ დადგება,
შენ ჩამოტვირთე აპლიკაცია.
ფოტოებს იღებ, არ გაძღებს გული
მერე აკეთებ, დღეები გადის,
თითქოს დაკარგე ნამდვილი სული
და ინსტაგრამზე ამზადებ სადილს !
აქრობ ყველაფერს რაც გვაკავშირებს
უკვე განცდებიც არ გაქვს ქალური,
გვიან ხვდები, რომ კარგავ კავშირებს,
გრჩება ცხოვრება ვირტუალური !




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent