შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთადერთი ჭეშმარიტის დაბრუნება


28-03-2018, 20:44
ავტორი Giorgi Uertashvili
ნანახია 1 406

ახლა ვიცი, ვინც კი მიცნობს,
ყველა ძლიერ ძლიერ ღელავს.
ალბათ მოუთმენლად ფიქრობს,
ჩემი ლექსი ვისთვის ელავს.

მე არ მინდა მოგახსენოთ,
მისი სახელი და გვარი.
მე არ მინდა მოგაბეროთ,
ჩემი გულის ცეცხლი, ქარი.

ვინ არს მერი შერვაშიძე,
როდესაც შენ არსებობ.
ჩემს მაგივრად გწერს ტაბიძე,
"შენს დანახვით ვსარგებლობ"

შენ ხარ ისე მშვენიერი,
ვით ტაბიძის პოეზია.
მე შენით ვარ ბედნიერი,
მე ეს მუზა მომერია.

ვინც ცდის შენთან შედარებას,
ყველა გაპარტახდება.
ვინც კი იგრძნობს შემართებას,
ყველა გამათრახდება,

სწორედ მაშინ ნახავს ხალხი,
წარმოადგენს არაფერს.
აქ მაქვს მუზის ერთი არხი,
იღებს ხან რა ხან რა ფერს.

ის გრძნობები მაგონდება შენზე წერის დროს,
მოგონებანი მაწუხებს, შენ ხარ ძლიერ შორს,
ბევრ ვინმეზე მიწერია, მუზა ყველას თმობს,
ერთადერთი შენ ხარ მხოლოდ ვისაც ვერ გაქრობს.

შენ ხარ ჩემი წარსული, შენს დავიწყებას ვგმობ,
შენ ხარ ჩემი აწმყო, რადგან შენზე ფიქრებს ვგრძნობ.
შენ ხარ ჩემი მომავალი, ჩემი გულის მალამო,
მხოლოდ შენთვის მომიძღვნია პოეზიის საღამო!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent