შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთხელ ცხადში


29-03-2018, 18:30
ავტორი lost alien
ნანახია 1 748

მაშინ, როცა ეს სამყარო
გახდა თითქმის ცარიელი;
მაშინ, როცა ეს დღეები
მეჩვენება უფრო გრძელი;
მაშინ, როცა ამერია
ყველა გზა და ყველა კვალი;
მაშინ, როცა თითქმის ყველას
მივუხურე ცხვირწინ კარი...
სწორედ მაშინ დაგინახე,
მომელანდე ვით სიზმარი.
მაგრამ როცა შემომხედე
ზუსტად ისე, როგორც ცხადში...
მაშინ მივხვდი, რომ ამჯერად
არ ვყოფილვარ მე სიზმარში.


16/03/18

ეძღვნება ადამიანს, რომელიც ვერასდროს გაიგებს, რომ მას უკვე მეორე, თუმცა უკანასკნელი ლექსი მიუძღვნეს.



№1  offline მოდერი Giorgi Uertashvili

რატომ უკანასკნელი? unamused
--------------------
გ.უერთაშვილი

 


№2  offline წევრი lost alien

Giorgi Uertashvili
რატომ უკანასკნელი? unamused

რადგან ეს ადამიანი გავუშვი და თავს უფლებას აღარ მივცემ, მასზე კიდევ რამე დავწერო იმის მიუხედავად, რომ ალბათ მორიგი შემთხვევითი შეხვედრისას სულს ისევ ისე ამიფორიაქებს pensive

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent