შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხეულზე სიგიჟის ამენთო განგაში...


3-04-2018, 16:38
ნანახია 1 917

ღამეა,
სიჩუმე კედლებს აწყდება...
გრგვინვა და ოხვრაა
გარშემო დაყრილი,
სხეულზე სიგიჟის
ამენთო განგაში...
შემშალა დუმილში
შთანთქმულმა სამყარომ.
ვზივარ და მთვარეულ
შეგრძნებებს დავცქერი,
ისეთი გრძნობა მაქვს
თითქოს და მლეწავენ,
ნელ-ნელა სხეულში...
ვენებში მჩქეფარედ
სისხლი რომ დაივლის
გული ჩერდება...
სხეული განიცდის...
დასერილ მაჯებზე
რამდენჯერ დავედი?!
ღამეულ კოშმარებს
არაფრით დავნებდი...
შეშლილის ფიქრებით
დავიწყე წანწალი,
მოსიარულე
მონსტრად ვიქეცი...
უბრალო სული და
ოცნება დიადი...
მომავლის იმედი?!
ბოლომდე ჩამკვდარი...
შემხმარი მორალი...
ტკივილი?!
ძვლებამდე დასული...
უაზრო სიტყვების
კორიანტელი.
პოეტი?!
რას ამბობთ,
უბრალოდ მრითმავი...
გეშლებათ ბატონო,
ვატყობ რომ ირევით.
ცრემლები შეიშრეთ,
ჩემს ლექსებს შეეშვით...
ჩემი სამყაროს
არა ხართ ღირსები...
ტკივილი რაც იყო
ბოლომდე გავუშვი...
სიცარიელეს?!
როგორმე ვუშველი...



№1  offline წევრი Indigo

საოცრება იყო!!!
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№2 სტუმარი სტუმარი თამო

რა კარგი იყო ჩემო კარგო

 


№3  offline წევრი sweetgirl

Au ra kaia❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent