შენდამი ფიქრნი
მე დღეს კიდევ შენს გამო, ტკივილები მაწუხებს! გრძნობა მე მათ მიმძაფრებს და წარსულში მაბრუნებს! მინდა კიდევ დაგინახო, სანამ ცოცხლად დავრჩები მინდა გითხრა რომ მიყვარხარ, სანამ მე მკვდრად გავქრები ძლიერ მსურს, რომ შენს სახელზე გამოვუშვა წიგნი, გაჩუქო და მაშინ გითხრა, ამას მე შენ გიძღვნი! მინდა ამ წიგნს რომ დავარქვა: "ანნასადმი ფიქრნი", რადგან მას ხომ სულ თან სდევდა,ძლიერ დარდთა რიგნი! შენ ხარ ჩემი აფროდიტე, ერთადერთი ქალღმერთი! მზად ვარ ყოველ წამს მოვიდე, ჭეშმარიტი ხარ ერთი! მე ხომ შენი დავიწყება, ბევრჯერ, ბევრჯერ ვცადე! მაგრამ არა, არ იცვლება, ამ გრძნობების ბადე! თითქოს, თითქოს დაგივიწყე შემიყვარდა სხვა! მაგრამ შენ ხარ ჭეშმარიტი, ლურჯი ცა და ზღვა! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.