შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საგიჟეთი


10-04-2018, 12:55
ავტორი ერკე
ნანახია 2 495

მომავალი მეჩვენება მუქად
ვხაზავ მარტივ, ნათლად ნატიფ რუქას
წარსულიდან ყველა დეტალს ვლუქავ,
საგიჟეთი მომწევია უკან.

აქ ექთნები სულ არიან ჩუმად
აქ ცხოვრება რად ღირს ნეტავ, ფუ რად!
ვხედავ ვიღაც გენიოსის სურათს
ვინც სიყვარულს აძლევს მშრალ სახურავს.

აქ ღიმილის ვერვის მოსთხოვ ხურდას,
რადგან ფასი მათთვის ჯერ არ უთქვამთ,
მობინადრე კაცთა კიდეც მშურდა
ბედ-იღბალი ვერ მივიღე მუქთად.

თუ ავარდა ენა ცეცხლის ალთა,
ლხინი ყოველი მექცევა დარდად
შევუშვირე ჩემი გულის კალთა
და მეც ანგელოზი შემიყვარდა.

გიჟად ყოფნა გაქცევს ნამდვილ კაცად
და არა ერთად აზელილ მასად,
ფიქრი ბედზე მაწევს მძიმე ბარგად,
მსურს ეზოში სიკეთის ხე დავრგა.

შენი ვიგრძენ სიტკბო - გამიხარდა,
ხის ნაყოფი გულში გაიზარდა,
აქ სიკეთე იყიდება ლარად
გიჟი მგონი მხოლოდ მე გახლავართ.

ოცნების კარს ვეჭიდები ძლიერ,
იმდენად რომ ვგონებ დავამტვრიე
თავისუფლების საზღვრები მღვრიე
უკიდეგანობით გავარღვიე.

არ დავღლილვარ, ცოდნის მე ძიებით
თქვენ კი სულით ერთმანეთს მიებით,
ტალახს, სადაც ვნახავ ვერიდები
სიბინძურე ვერაფერს მიშველის.

ეს ადგილი ჩემეულად იქცა
სუნთქვა, ღვინით თრობა ჩვევად მექცა
რომ გიყურებ სახით ვეღარ გიცან
უფლის არსი დაგვავიწყა მიწამ.

ჩემს სამყაროს მეტად ვეღარ ვიცავ
სანამ გულმა მისმა გაიღვიძა,
კეთილშობილ ჩემს ბუნებას ვფიცავ,
დაგროვილ მტვერს მაინც გადავწმინდავ.

ზოგიერთმა სული ეშმაკს მიცა
ზოგმა თვალნი გაშტერებით ბრიცა,
სამყოფელმა ვარდების და მზისამ
მზერის სხივი ოდნავ გამიგიჟა.

ფართო მასშტაბით ვავრცელებ ტალანტს
ხელი კიდეთ ან აგურს ან კალამს,
ხელოვნებაც შემოაღებს დარაბს
და გულთბილად გვაძლევს უხმო სალამს.

ხმოვანება ჩუმი, უფრო მზარავს
ცეცხლი გრძნობა ყველაფერ ცუდს ფარავს,
სიცოცხლისთვის არ ვინახავ ძალას,
ვხარჯავ, რასაც კი წავაწყდი მარაგს.

გვინაწილებენ პურსა და კარაქს,
წინ დაგვიგდებენ თოკსა და კანაფს,
თუ ვინმე აქ კაცს სიყვარულს პარავს
აზრს ყოფის ჯერ ვერ ჩამწვდარა მთავარს.

მომავალი მეჩვენება მუქად,
რაც დრო დამრჩა, ვერ ვიჯდები უქმად
გულის კარიბჭე ღია მაქვს მუდამ
მათთვის, ვისაც გიჟად ყოფნა სურდა.
ე.მ.
9 აპრილი 2018



№1 სტუმარი სტუმარი shalo

saxlshi krizisi maq

 


№2  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

პატივი და დიდება მას ვინც დაბრუნდა blush მოხარული ვარ, რომ ისევ ვხედავ თქვენს ნამუშევარს

 


№3  offline მოდერი ^paradise^

როგორც ყოველთვის საუკთესო ხარ:))

 


№4 სტუმარი სტუმარი ლიზა

ძალიან მომეწონა <3

 


№5  offline წევრი Lindemann

ფოტო მიყვაააააააარს
--------------------
Aus den Augen, aus dem Sinn.

 


№6  offline ახალბედა მწერალი ერკე

დიდი მადლობა ყველას! სამსახური მართმევს თავს... კი ვახერხებ ცოტას წერას, მაგრამ იმის დრო არ მრჩება ხოლმე ნათელი მოვფინო მათ. რამდენი ლექსი, რამდენი ჩანახატი მაქვს რომ არსად დამიდია.
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent