შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაზაფხულია


16-04-2018, 07:23
ავტორი sel
ნანახია 1 737

ჩემი წილი დამაქვს ცოდვა,
ალბად ცოტა ცოდნაც,
სული უფრო ხშირად სცოდავს,
გული _ უფრო ოდნავ,

ჩემი ვალი მადევს მიწის,
ჩემი არც ვის მართებს,
დრო ჯიუტად ისევ მიდის,
წუთებს უხვად მართმევს,

მაინც ჩემი მყოფნის დილა,
ხელს არ ვახლებ სხვისსას,
დღესაც წვიმამ შემაგრილა _
ვიწვებოდი... მტრისას,

სულ წაიღო აზრი, ფიქრი,
ქართან ერთად მიჰქრის
თეთრი გოგო, როგორც ფიფქი,
თან რა მოხვრა-მიხვრით?!

ცივი ოფლი გადამესხა,
ეტირება ზეცა,
სურვილი მაქვს გადამეხსნა
ის რაც ტანზე ეცვა...

ჩემი წილი დამაქვს ცოდვა,
ალბად მცირე ცოდნაც,
სული ისევ ხშირად სცოდავს,
გული _ უფრო ცოტას.

Selassie



№1  offline წევრი Chocolate from White Hell

))) როგორი საოცარია გაზაფხულზე აყვავილებული გრძნობების აფეთქება, რომელიც ალუბლის ყვავილობას ჰგავს.
მიყვარს ალუბალი და ეს ლექსიც რაღაცნაირ ემოციებს იწვევს...)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent