ვედრება
ძმაო მკითხველო! ძმობას გაფიცებ, კაცი რომ ნახო შენ დაცემული, თუ რად დაეცა მიზეზს ნუ ეძებ! შენი ვალია, შეგტკივდეს გული! შეგტკივდეს, მაგრამ ესეც უნდა სცნა, რომ დაცემული არის ორგვარი: ერთს ჰსურს ადგომა, უნდა თავის ხსნა, და მეორე კი გდია, ვით მკვდარი! ერთი მოელის კაცთაგან შველას: ებრძვის თვის დამცემს, რაც შეიძლება; მეორე ვერ გრძნობს ამაებს ყველას და მტერს პირუტყვებრ ემორჩილება! პირველს თუ შეხვდე, შრომა უკურთხე, ხელი მიეცი, წამოაყენე, და მეორეს კი ზედ დააფურთხე! იტირე, მაგრამ ზურგი უჩვენე! ........................... შემდეგი აზრი თქვას აქ წერტილმა რადგან ჩემს კალამს, არა აქვს ნება უნდა პირუტყვებრ ჩავიწყვიტო ხმა, თორემ ჩემს ბატონს ეს ეწყინება. უნდა ჩავყლაპო სიტყვები ძალით, გულს თუ დამადგა ვერც დავახველო, ამას კი ვიტყვი, თუნდაც მომკალით! ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველო! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.