შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვერ შემდგარი სუიციდი


14-07-2017, 16:40
ნანახია 2 111

მე სუიციდის ვერ შემდგარი... სუსტი ვარ გმირი,
დამინდო ნეტავ უფალმა თუ მმატებს სატკივარს.
ვერ წამოვდექი დაცემული... შუა მზის ქვეშ ვიწვი,
ვსუნთქავ და მაინც, მე არ ვცხოვრობ ... მხოლოდ დავდივარ.

დროა დავშორდე სათარ თავს... რაც კი ვიარეთ,
კარგი არ შობა სამახსოვროდ ჩვენთვის განგებამ.
სულზე ვიფარებ თბილ სუდარად გახსნილ იარებს,
იქნებ ვერც შეძლოს უცხო თვალმა ჩემი გაგება.

ეს სილამაზე რაც შემომრჩა ჩემს თავს შევწირე
და ვუფათურებ ხელისგულებს დაღლილ სამყაროს.
შენ გთხოვ უფალო ყველა ცოდვა ისე შემინდე,
რომ არასოდეს არ დაუშვა შენგან გამყარო.

მე თვითმკვვლელობა ვერ შევძელი... ვამტკიცებ ფიცით,
რომ არასოდეს დავაძინებ ჩემებს უჩემოდ.
რომ არასოდეს შემაძრწუნებს სიკვდილის შიში,
და ერთ დღეს შევძლებ საკუთარ თავს ღვთის გზა ვუჩვენო.

დღეს სუიციდის ვერ გაბედილ, მტკივან საღამოს,
ჩამოვმჯდარვარ და შენზე წერა გამიბედია.
რამ შეიძლება ასე ძლიერ მე სხვამ დამღალოს
რომ ეგ თვალები მთლიან სულში ჩემზე მეტია.

მე წასვლის შემდეგ უსათუოდ მოვალ მიწაზე
და გავიშლები შუა ზამთარში როგორც ყვავილი.
შენ ნუ იქნები ღმერთს ამას ვთხოვ ვინც მე მიმაწყვეტს,
ვინც სისხლის ნაცვლად მთელს სხეულში ლექსად დამიდის.

ჩუმი 'პოეტესა'



№1  offline წევრი მენდეს

ჩამწვდა... გავუღე გულიდკარი კარგი იყო მაგრამ ძალიან სევდიანი

 


№2  offline აქტიური მკითხველი terooo

შენ კი ჩემი არ შემდგარი სუიციდი ხარ...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent