შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

***


18-04-2018, 09:36
ავტორი sel
ნანახია 1 669

[right][/right]არ ღირს ოხვრად,
ის რაც მოხდა,
ის რაც იყო
ერთ დროს კოხტა,
არ ღირს წყვეტა
ვარდის კოკრად,
არ იქნება
ვედრო _ კოკად,
ისე იტევს წყალს,
თან ოხრად...
ქალი მხოლოდ
მიხვრა-მოხვრად,
კაცი მხოლოდ
ცოდნა-მოძღვრად,
არც ეს ცოდნა
ისე... ოხრად,
არ ღირს ჟოლოს
კრეფვა მოცვად,
დამალული ცოდვა
ლოცვად,
არც კენწერო
დაბლა მოწვდად,
არც კანაფი
ადრე მოჭრად,
არც წვიმაში
ხე ღირს ქოხად,
არც მზის გულზე
ხელი ქოლგად,
არც დაბალი
ზღურბლი მოხვრად
და არც რუსი
მოძმე-მოყვრად...
მაინც ვამბობ,
ის რაც რომ მწამს _
ეს ცხოვრება
არ ღირს ოხვრად...

დრო არ მიღირს
თითზე მოთვლად.

Selassie



№1  offline მოდერი bla.ell

მომეწონა კარგი იყო წარმატებას გისურვებ საყვარელოოო❤❤

 


№2  offline წევრი sel

bla.ell
მომეწონა კარგი იყო წარმატებას გისურვებ საყვარელოოო❤❤


მადლობაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent