შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯოჯოხეთის კარიბჭესთან ვსახლობ...


19-04-2018, 14:31
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 933

ვერ მოვიმკი აღტაცებას ვიცი,
არავისთან აღარ მიშვებს ფიცი,
არ ჩერდება შენს თვალებში თოვა,
ნუ დამიცდი.. მაინც აღარ მოვალ..

ხან ხანობით მესიზმრება აწმყო,
როგორ მინდა ეს გრძნობები ავრწყო,
შემოუცვამს დილის ნიავს ფლასი,
აქ ყველაფერს დაუკარგავს ფასი.

გუშინ ფიქრთა სარეცელზე ვიწექ,
ღრუბლებიდან მრისხანება იჭექს,
ვერ ისვენებს, ჭირვეულობს ზევსი,
სულო ჩემო, ისევ ტალახს გესვრი...

ვერ შევეშვი უადგილოდ ბოდვას,
ვერ ვახერხებ მტრებისათვის ლოცვას,
მოვიგონე ათას ერთი ფანდი,
არ მიშველა.. მაინც შენ მიყვარდი..

ავედევნე ქარიშხლების მორევს,
ვეზიდები მდინარიდან მორებს,
რომ დავანთო შენზე დიდი ცეცხლი,
გადავადნო ოცდაათი ვერცხლი..

საფასური დაუკარგავს სახეს,
თითო ვერცხლად მოდით, ყველამ ნახეთ,
ნუ იფიქრებთ უსასყიდლოდ გმოძღვრავთ,
სანთელი მსურს რომ დავუნთო მოძღვარს..

რად დავწერე ეს უაზრო ლექსი?!
იმიტომ რომ მაინც ყველა მესვრის,
მშიერს პეშვით მიუყრიან სვიას,
მე ქაოსი და სიკვდილი მქვია.

დაჭკნა ჩემი ძოწისფერი ვარდი,
დავეცი და ფეხრთით დაგივარდი,
ნუ წამომწევ, როდი ვითხოვ ამდენს,
გამიშვი.. დე აღსასრული დადგეს.

აღარა მაქვს ნერვები და ძალა,
ნუ დახოცავთ ბავშვებს მეტად, კმარა!
მათ სისხლსა და ღია თვალში ვწევარ,
დავღამდი და თქვენთვის მაინც დღე ვარ,

არა ვარო მე ამ მიწის შვილი,
კვლავაც იტყვის ჩემი შვილიშვილი,
კუბოს როლი ერგო ბებერ ოდას,
კვლავ ვაგრძელებ დაკარგულზე ბოდვას..

მხოლოდ ზეცას ჩაუცვია თალხი,
სხვას ვის ვთხოვო, მშიერია ხალხი,
არ მიმიშვეს ნაპოვნ სულთან ახლო,
ჯოჯოხეთის კარიბჭესთან ვსახლობ...



№1 სტუმარი სტუმარი Lea

გამიხარდი))ყოველთვის საოცარი მოლოდინი მაქვს ხოლმე და არასოდეს იმედები არ გამცრუებია.მიყვარს შენი სტილი, რითმა,ემოცია,რაც სულ თან სდევს შენს ლექსებს. დიდი სიამოვნებით მოგისმენდი "live”-ში))

 


№2  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

სტუმარი Lea
გამიხარდი))ყოველთვის საოცარი მოლოდინი მაქვს ხოლმე და არასოდეს იმედები არ გამცრუებია.მიყვარს შენი სტილი, რითმა,ემოცია,რაც სულ თან სდევს შენს ლექსებს. დიდი სიამოვნებით მოგისმენდი "live”-ში))


მეც ძალიან მეამაყება შენი ცოცხალი და ემოციური შეფასებები.
როგორც ბუნებით ცინიკოსი, ყოველთვის ვცდილობ მოვერიდო ფართო აუდიტორიას, თუმცა პირადად შენთვის გამონაკლისს დავუშვებ )

 


№3 სტუმარი Marita

ნეტავი იმას, ვინც შენ გიყვარდა...

 


№4 სტუმარი Marita

ვერ წარმოიდგენ, როგორ მესმის... და უფრო მტკივნეული ის არი, როცა ამ ყველაფრის მიუხედავად "კვლავ ვაგრძელებთ დაკარგულზე ბოდვას"

 


№5 სტუმარი Qeta

Braooi???? sauketeso leqsiaaaaa????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent