შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი თვალები...


28-04-2018, 02:03
ნანახია 1 879

სიბნელე სრული...
მთვარის შუქზე გიწამე ღმერთად,
ქალაქი უცხო - მხოლოდ ცა გვაქვს ახლა საერთო.
თამბაქოს კვამლში მერამდენე თეთრ ღამეს ვძერწავ,
და მერამდენედ ჩაგისუნთქე შენ რომ გაგეგო -

თვალებს დახრიდი მიწისაკენ როგორც გჩვევია,
ტუჩის კუთხეებს დააჩენდი ციცქნა ნაოჭებს.
ინტერესი მკლავს ჯოჯოხეთი უფრო მეტია,
თუ ის ტკივილი - დღე და ღამე როგორ მაორებს.

დღისით მშვიდი ვარ...
ყველგან გმალავ (თითქოს არც იყო),
ღამით იმ შეშლილს ვემსგავსები ვისაც უფრთხიან.
ისე ხმამაღლა ჩაგისუნთქე მთებმა გაიგო,
რომ ეს საღამოც ძილისათვის ძლიერ ფუჭია.

გაუბედავად... ნაწყვეტ-ნაწყვეტ ვიხსენებ კადრებს,
ცისფერი მზერა (მახსოვს მასში დაკარგვა მსურდა).
ჩემს ფიქრებს ახლა დედამიწა შვილივით არწევს,
გაღმერთებ,
მაგრამ ღმერთი არ ხარ გახსოვდეს მუდამ!..

ახლა უამრავ კილომეტრის სიშორით ვწევარ,
კედელს ვუცქერ და მელანივით მეცლება გრძნობა.
შენი თვალები (მათზე ფიქრს რომ თამამად ვბედავ),
ჩემი ჯვარცმაა, ღიმილი კი ჩემივე შობა.

ჩუმი 'პოეტესა'



№1 სტუმარი Qeta

Magari umagresi leqsiaaaaa????????

 


№2 სტუმარი Sana

სუნთქვაშეკრული და გულაჩქარებული ვკითხულობდი. საოცრებაა, სიტყვები არ მყოფნის. სასწაული ხარ! რამდენი ხანია მსგავსი ემოციით არაფერი წამიკითხავს. უნიჭიერესო და უსაყვარლესო მე"ზე"პოეტები:-*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent