შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვებმა რა იციან ...


23-02-2017, 21:27
ნანახია 1 578

სხვებმა რა იციან შეჩვეული სულის სიმარტოვე,
ჯერ, რომ აუხსნელი - უცხო გრძნობის ცივი ამინდია.
წუხელ ძილისპირულს ნაღვლიანი თავი მივატოვე
და მე ჩემს ფიქრებშიც შენზე ცუდი ვფიცავ არ მითქვია.

ვერვინ ვერ გაიგებს გრძნობებისგან ძვლივს, რომ დავფარფატებ,
კარებს თუ გაუღებ უკითხავად სულში გაივლიან.
უკვე მერამდენე მოსევდისფრო ფერმკრთალ ღამეს ვათევ
და დღეს მერამდენედ ჩაგისუნთქე სხვებმა რა იციან.

ახლა ვიხედები იქეთ-აქეთ თითქოს ვარაუდით,
მთელი საუკუნე ერთ საათში, როგორ ჩაილია.
მახსოვს დაგტოვე და ზურგშექცევით ისე გადავბრუნდი,
თავი შემზიზღდა და პატიება ჯერაც არ მიცდია.

ზამთრის პრელუდიას შავი ღამესავით გრძნობით არ ათბობენ,
თითქოს თებერვალმა საფეხურით მაღლა აიწია.
ჩვენი ბაგეები ერთურთს სიყვარულით დღემდე არ ამკობენ,
გარეთ სუსხია და თითქოს სხეულს შიგნით თბილი მაისია.

გრძნობის ჩასახვევთან სხვების მინატოვებ საყდარს მივაკითხე,
ჩემი ტკივილები აღელვდა და დარდში აირია.
უფალს დაჩოქილი შევავედრე თავი და მეც იქნებ,
ვიგრძნო სევდისფრობა სანთელივით, როგორ ჩაილია.

წავალ საკუთარი თავიდან და ისე ვიმარტოვებ,
შენ რომ გაგრძნობინო უშენობით ზეცა გაიცრიცა.
დღეს მე ფიქრებისგან გადაღლილი თავი მივატოვე
და სხვა რას გამიგებს... ჩემი გრძნობის სხვებმა რა იციან.

მესმის ხალხის ენა - იჭორაონ კარგო მათ რაც უნდათ,
ვფიცავ შეჩერება თაფლისთვალავ მე ჯერ არ მიცდია.
ვწერ და კვლავ დაგიწერ რასაც ვიგრძნობ - ცოტა ბანალურად,
მასა ბრბო არის და არ მადარდებს ჩემზე რას იტყვიან.

სხვებმა რა იციან შეჩვეული სულის სიმარტოვე,
ჯერ, რომ აუხსნელი - უცხო გრძნობის ცივი ამინდია.
წუხელ ძილისპირულს ნაღვლიანი თავი მივატოვე
და მე ჩემს ფიქრებშიც შენზე ცუდი გწამდეს არ მითქვია.

ჩუმი 'პოეტესა'



№1 სტუმარი Guest mware

ახლოს რო იყო გულში ჩაგიკრავდი❤❤❤❤

 


№2 სტუმარი Guest mware

ჩემი სხეული ცარიელია... ჩამქრალ ნაკვერჩხლებს სიცივე ფანტავს... თებერვლის სუსხს თუ გადაურჩი მერე იქნება დამინდოს მარტმაც. ჩემი არსება ისე მშრალია როგორც გვალვისგან დამსკდარი მიწა,დამარწყულებდა შენი დანახვა შენი ღიმილის შხაპუნა წვიმა. თითქოს ოცნებაც ღრუბლებს ეფარა, უშენო დღეებს არც რის ფერი აქვთ. ტკივილი სერავს გულის ფერდობებს, ო ეს თვალები როგორ გელიან. გაუდაბურდა და უკაცრიელს ემგვანა სივრცე უმისამართო,გიჟივით მინდა სადმე შემომხვდე და შენი სენი ისევ დამმართო. ჩემი სხეული ცარიელია, გახელებული შენს სურნელს ნატრობს... გთხოვ,გაზაფხული მზეს დაედარე,მოდი უშენოდ არ მინდა, კარგო. (ირინოლა ორბელიანი.)

 


№3  offline მოდერი bla.ell

Uniwieresi xar....

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent