შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნუ დაიძინებ !..


29-04-2018, 19:03
ნანახია 1 625

ნუ დაიძინებ ... განთიადთან ძლიერ ვართ ახლოს,
იყო დრო როცა შენი სუნთქვა თავთან მესმოდა.
მე ყველა შენი გაღიმება კადრივით მახსოვს,
ფილმის რომელიც ძველ თაობებს დღემდე შემორჩა.

ვფიქრობ და ისევ სულელივით ვუცინი ჩემს თავს,
გახსოვს რომ მუდამ კედლისაკენ დაწოლა მსურდა?
დღეს მე იმ მხარეს გახედვასაც კი აღარ ვბედავ
სადაც მყავდი და დღეს ჩემს გვერდით არავინ სუნთქავს.

წელს არსად თოვდა (ნაკვალევიც აღარსად იყო)
იქ სადაც ერთად დავდიოდით - ვტოვებდით მზეებს.
მე შენს წილ სუნთქვას სხვის ბუდეში სიმორცხვით ვიყოფ -
შენ სულ სხვას უთბობ სიცივისგან გაყინულ ხელებს.

აქ უკვე ჩემო ხელმეორედ აყვავდა ნუში,
ჩემიდან შორს ხარ.. (იმდენად რომ ჭირდება სუნთქვაც.)
მე მერამდენედ ვიფათურებ მტკივან ლექსს სულში
და მერამდენედ განვიცადო სიკვდილი უნდა.

ვინც ვერ გამიგო მომაკერა სტატუსი გიჟის,
მთელი სამყაროს სიბინძურე კისერში მაჭერს.
ჩემამდე მოხვალ (დაბრუნდები) უთუოდ ვიცი,
მაგრამ ვაი რომ დაბრუნებულს მე აღარ დაგხვდე.

წავიდე სხვა გზით... შევეფეთო სხვა გზა ეკლიანს,
მაშინებს ის რომ გაღვიძებულს აღარ მტკიოდე.
(ასე შავ-თეთრად გაორებულ თავს მეც ვერ ვიტან)
ირონიაა სხვასთან მყოფსაც კვლავ შენ მინდოდე -

მაშინ როდესაც პატიებაც კი არ შემეძლო
(ერთგულთა ცნება როცა ფეხქვეშ ასე გათელე.)
მაშინ როდესაც შენს თლილ თითებს უცხო შეეხო,
ურჩი ბავშვივით სხვის მკლავებში ყოფნა გავბედე.

ქალაქში სადაც შევიცვალე ძლიერ შენს შემდეგ,
ვცხოვრობ და არვის ვუნახივარ ასე უენოდ.
ჩემია ბრალი ... დამნაშავეს არც არსად ვეძებ,
რომ რწმენით სავსემ შეგიყვარე ცამდე უღმერთო.

ვწევარ კედლისკენ... იქნებ სჯობდეს აღარ მოგწერო,
ძველი სკივრიდან ამოვიღე შენი პიჯაკი.
ოთახის კედლებს მონატრების სუსხი მოედო
მე ღრმად მჯერავს რომ არ არსებობს სიტყვა - მიყვარდი!.

ჩუმი 'პოეტესა'



№1 სტუმარი Sana

ყოველთვის ახერხებ ჩემს აღფრთოვანებას. სიტყვები უბრალოდ ზედმეტია. შეუდარებელი ხარ!

 


№2  offline წევრი ჩუმი პოეტესა

Sana
ყოველთვის ახერხებ ჩემს აღფრთოვანებას. სიტყვები უბრალოდ ზედმეტია. შეუდარებელი ხარ!

მადლობა სიტყვად გადმოუცემი სითბოსათვის რომელსაც მანიჭებ sana
--------------------
www.facebook.com/ChumiPoetesa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent