შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვწევარ ღრუბლები ბალიშებად თავზე მაყრია


30-04-2018, 12:59
ავტორი bla.ell
ნანახია 2 130

უსურნელოა ეს უბრალო დიფენბახია.
სურნელიანი ეგ ყელია,კანზე გადნები.
და მაგ თვალებში ტკივილებიც უხვად მარხია,
ვფიქრობ უაზროდ,გონებაში აღარ მთავრდები.

ვარდისფერია ეგ ტუჩები როგორც ეხმეა,
ვდგავარ მიწაზე,მგონია რომ გადავვარდები,
ვუცქერ ნახატებს,ჩარჩოებში ყველა ფეხზეა,
ჩემს ოთახში კი ჩამოხსნილი ყრია ფარდები.

ვწევარ,ღრუბლები ბალიშებად თავზე მაყრია,
აქ გვირილები უფრო ჭარბობს ვიდრე ვარდები.
ვხვდები ამ გულში ნახევარი აღარ მაკლია,
ამომიკაწრავს ღიმილები ეკალ-ბარდებით.

გინდოდა,ვიცი ტყეში__სახლი,
თუმცა ტყე-ღრეა.
პასიფლორაა,უსათუოდ შემიყვარდები,
სუროებივით ეგ ხელები აღარ მეხვევა,
თუ კი მომაგნებ დრაცენებთან, გამიხარდები...

ჰო ჩემ სხეულში საკუთარი სული მარხია,
უსურნელოა ეს უბრალო დიფენბახებიც,
ამ ცხოვრებაზე ხელს ავიღებ,ჩემზე ახია...
მივდივარ სადაც სხეულითაც დავიმარხები.

ავტორი:ელისაბედი/bla.ell



№1  offline აქტიური მკითხველი ონლაინ გოგონა

ჩემი სიყვარულიიი❤როგორ მიხარია ნაცნობი ნიკის ამოკითხვა ნეტა იცოდეე❤დაი საუკეთესო პოეტი ხარ თქო ამის თქმა არასდროს მომბეზრდება!!!❤მიყვარს შენი ემოციები და შენეული გრძნობები❤როგორ ეგოისტურად მიხარიხარ ხოლმე ვერც კი წარმოიდგენ❤❤❤❤

 


№2  offline წევრი sweetgirl

ისეთი გრძნობა სდევს შენს ლექსებს,შეუძლებელია ბოლომდე არ წაიკითხო.სასწაული ხარ❤️❤️❤️

 


№3 სტუმარი კორლეონე

მომწონს ძალიან მომწონს
"გინდოდა,ვიცი ტყეში__სახლი,
თუმცა ტყე-ღრეა.
პასიფლორაა,უსათუოდ შემიყვარდები"გააად ეს ძალიან მეჩემა მე უკვე შემიყვარდი რა მაგარი ხარ ლექსებს იშვიათად ვკითხულობ,სათაურმა მომიხმო და მომეწონა კიდეც კარგად წერ პოეტესავ <333

 


№4  offline ახალბედა მწერალი lullaby

ოქრო და ბრილიანტი ხარ!!! სუპერ გოგო ხარ, სუპერ რითმებით, სიტყვებით და დატოვებული ემოციებით. <3

 


№5 სტუმარი სტუმარი თამო

ძალიან კარგი იყო.მომეწონა ძალიან

 


№6  offline მოდერი bla.ell

სტუმარი თამო
ძალიან კარგი იყო.მომეწონა ძალიან

თამო გამახარეე❤❤❤დიდი მადლობა❤

 


№7 სტუმარი სტუმარი პეპი

რა კარგი იყოო მომეწონაა ლავ უ კარგად წერ

 


№8  offline აქტიური მკითხველი ონლაინ გოგონა

"ჰო ჩემ სხეულში საკუთარი სული მარხია,
უსურნელოა ეს უბრალო დიფენბახებიც,
ამ ცხოვრებაზე ხელს ავიღებ,ჩემზე ახია...
მივდივარ სადაც სხეულითაც დავიმარხები."

როგორ მომნატრებია თურმე აქ შენთან შემოპარვა და სულიერი სიმშვიდის პოვნა... ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს წარსულში დავბრუნდი, იქ, სადაც უსასრულოდ ბევრს ვწერდით და არანორმალურად ვბედნიერდებოდით... მომნატრებია ჩემი ელი, რომელიც მთელ ემოციებს ფურცელზე ანთხევდა და ყველას აიძულებდა ეგრძნო... მიყვარხარ უსასრულოდ დაო❤ვიცი ისევ მოვა დრო და ახალ-ახალი საოცრებებით ამრევ! მე მჯერა და ვიცი ბევრს სჯერა ამის და ძალიან ენატრები kissing_heart ❤

 


№9  offline მოდერი bla.ell

ონლაინ გოგონა
"ჰო ჩემ სხეულში საკუთარი სული მარხია,
უსურნელოა ეს უბრალო დიფენბახებიც,
ამ ცხოვრებაზე ხელს ავიღებ,ჩემზე ახია...
მივდივარ სადაც სხეულითაც დავიმარხები."

როგორ მომნატრებია თურმე აქ შენთან შემოპარვა და სულიერი სიმშვიდის პოვნა... ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს წარსულში დავბრუნდი, იქ, სადაც უსასრულოდ ბევრს ვწერდით და არანორმალურად ვბედნიერდებოდით... მომნატრებია ჩემი ელი, რომელიც მთელ ემოციებს ფურცელზე ანთხევდა და ყველას აიძულებდა ეგრძნო... მიყვარხარ უსასრულოდ დაო❤ვიცი ისევ მოვა დრო და ახალ-ახალი საოცრებებით ამრევ! მე მჯერა და ვიცი ბევრს სჯერა ამის და ძალიან ენატრები kissing_heart ❤

მეც ძალიან მიყვარხარ დაო გამეღიმა როცა ამ ლექსის ქვემოთ ისევ დამხვდა ცემგან უპასუხო კომენტარი მადლობა რომ არსებობ❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent