"დღესაც"
ისევ ღამით სურვილებმა შემაპარეს ალერსი, ოცნებებმა ისევ ისე წამოიწყეს თარეში, ისევ ღამით, შუაღამით დამახვიეს თაბრო და მაიძულეს, მაიძულეს მოვსულიყავ შენს ახლოს. სიზმრად გნახე , მომპარვოდი საღამოხანს ზურგიდან, წელზედ მეკრა ეგ მთრთოლვარე, მუდამ თბილი ხელები, და ოცნება ერთმანეთის, შორს ლაჟვარდში ერწყმოდა მე .. ვხედავდი, ისე ცხადა შეგვპარვოდა თმა თეთრი. ახლა .. ისევ შუაღამეს.. გავახსენდი სურვილებს, მომანდომეს შენი თავი , ისე მწველად, უხამსად, კვლავ შენ დახრილ თვალებიდან სიგიჯისკენ ვაბიჯებ, წამებს ვითვლი ,გაუსაძლის, კვლავ განთიადს თუ ვნახავ?! შენ ხმის სმენას დანატრული ,მე ფიქრებში მოგისმენ შენ თბილ მზერას დანატრული ალიონზე გიხილავ, შენ ნაზ ხელებს დანატრული , სურვილს სიზმრად მოვითმენ და ერთხელაც წარმოვიდგენ: სუნთქავ ხარბად ცივ ნიავს. მომიტევე .. გაგაღვიძე შუაღამის 4-ზე მოგახვიე ნაჯღაბნები...რას ველოდი ნეტავ მოიხურე ეს სუდარა, კოცნით ვათბე უკვე დამივიწყე სამუდამოდ მე "ნერვის კაპსულა". |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.