შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მშვიდობით, მეგობარო... (ეძღვნება დამჭკნარ ყვავილებს)


6-05-2018, 15:17
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 2 225

კარგ ადამიანებს გული ეყინებათ,
მუხთალ წუთისოფელს ვეღარ აუდიან,
ჩამქარალ ღიმილებში აღარ მეღიმება,
აქ ხომ ყოველი დღე ბოლო რაუნდია..

გაშრა კალმისტარი.. ვეღარ მოგისწარი..
ლამის ტაეპებიც შუა გადამიტყდეს,
მე რომ არ ვიკითხე და შენ არ მითხარი,
უცხო ტკივილებმა როდი დაგავიწყეს..

მე შენს ლამაზ სულში ბევრგზის ჩამიხედავს,
და შანს გამთბარ მკერდში გული მიპოვნია,
გული დაგვარდნია ძირს, არც დაგიხედავს,
ვერ ვსცან რა ლოგიკა, გულად გითხოვნია..

და დღეს საღამომდე ალბათ მიმატოვებს..
ოდესღაც კეთილი, კარგი მეგობარი,
აქ რომ მე მეგონა, მომკლა სიმარტოვემ,
სხვას არც იქ სდგომია ჩემზე კარგი დარი..

როცა გაცივდება თურმე ღიმილები,
მერე კვდებიან და აღარ იცვლებიან,
ვხედავ, ვუყურებ და ვეღარ ვიღიმები,
ისე ქრებიან და ისე ცივდებიან..

დაზრა სიცივისგან ტურფა საბაღნარო,
რაღად დაველოდო, ახლა ვინღა მოვა,
მკვდრებით აუვსიათ ჩემი ბედის ხარო,
ვეღარ დააბრუნებ წასულს.. არ გამოვა...



№1  offline წევრი izabella

ტკივილით სავსეა და მაინც ძალიან ლამაზი ლექსია, ბრავო.

 


№2 სტუმარი სტუმარი ნინი

ლამაზი ლექსი იყოო სევდიანი და ბევრის მთქმელ????

 


№3  offline წევრი Mtirala

შენებური ლექსი იყო, რა :)))))))
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№4  offline მოდერი bla.ell

კარგი იყო ლაზაზო მაგრამ რაღაც აკლდაააა მემგონი მუზამ მარილი დაიშურა:დდდ მაგრამ როგორც ყოველთვის უმუზობას არ უჩივი ალბათ...კარგი იყო მაინც ძალიან მომეწონა❤❤❤❤❤❤

 


№5  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

bla.ell
კარგი იყო ლაზაზო მაგრამ რაღაც აკლდაააა მემგონი მუზამ მარილი დაიშურა:დდდ მაგრამ როგორც ყოველთვის უმუზობას არ უჩივი ალბათ...კარგი იყო მაინც ძალიან მომეწონა❤❤❤❤❤❤


აღზრევანს დოლარის კურსი შერხეულა და რა დაგიმალო,არილი საერთოდ ვერ ვიშოვე ისეა გაძვირებული..
შენი ლექსები სადაა? მინდა მეე ერთი ცალი მაინც..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent