შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხანდისხან


7-05-2018, 02:02
ავტორი მზისა
ნანახია 1 356

სიმარტოვე აღარ გავს შემოგომის ყვავილებს,
დღეს ეს გრძნობ უეცრად ფერშეცვლილი მეჩვენა,
იქნებ ბედმა მომავალს კვლავ აჩუქოს სიკეთე
იქნებ დილას ალიონს აღარ შეხვდეს მწუხრის თქმა.
მინდა, სისხლად ვდიოდე შენ ძარღვებში ხანდისხან
მინდა, სუნთქვად ფილტვებში ჩაგყვებოდე ხანდისხან
მინდა ,შენ გულისცემას მე ვუწესო რიტმები
მინდა ტუჩზე დაგადნე,მხოლოდ ხანსისხან ისიც.
ცხოვრება ხომ სიცოცხლეს მე მაკუთვნებს ხანდისხან,
უფ , რამდენხანს მიმაგდო ,კვლავ მიხსენებს თავიდან
ვგრძნობ გაზაფხულს,ახლა ბნელა, შენ მივარცხნი თმას ღიას
ხვალ კი ზეცაც ფერებს იცლის, სიმარტოვეც მომივა.
მომივა და დამიკარგავს ყველა აზრს და სურვილებს
მიმაყინავს ცივი მზერით სადღაც უხმო ბურუსებს
გამიჩერებს დროს და მკაცრად , სიბნელეში ჩამმარხავს
ჩემთვის კუთნილ მზის სხივებსაც მთვარეს უცვლის , ვითომც რა..

......

სურვილები ჩემში შენი, იღვიძებენ ხანდისხან,
ისე როგორც ფერებს იცვლის სიმარტოვე ხანდისხან,
მიყვარდები სულ თავიდან, ყოველ ჯერზე ძლიერად,
და ჯვარს ვიწერთ საიდუმლოდ ,მაგრამ მხოლოდ ხანდისხან.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent