შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნუ მიმატოვებ...


14-05-2018, 19:03
ნანახია 2 639

უგულო იყო ჩვენი ღმერთი... წუხელ მტოვებდა
თვალცრემლიანს და მიტოვებდა გზებზე ნაპრალებს.
გარდავიცვალე... ვეღარ ვთოკავ მგონი გრძნობებსაც,
ნუ მიმატოვებ სხვას არა გთხოვ ჩემო არაფერს.

მტკიოდა იცი? სევდა თვალებს ცრემლად ეწვია,
შიში შენი თუ უფრო მეტად შენი დაკარგვის.
ადამიანი დღეს ამ ქვეყნად ძალზედ ბევრია,
მაგრამ შენგვარი ჩემს არსებას არ ჰყავს არავინ.

ნუ მიმატოვებ - ამ სიტყვებით გრძნობებს გავყვირი,
ნუ მიმატოვებ მე ტკივილი მეყოფა ჩემიც.
ჩვილი ბავშვივით კუთხეში ვარ შენით დასჯილი
და მწვანე თვალებს წუხანდელი ეტყობა ცრემლი.

თუ გზას მონახავ მაინც სადმე სხვაგან უჩემოს,
გავიღიმებ და ამ ღიმილში ჩავტევ სამყაროს.
მე გაგაცილებ ისე ჩუმად... ისე უენოდ,
რომ ვერასოდეს ვერ დაუშვებ შენგან გამყარო.

ჩუმი 'პოეტესა'



№1  offline წევრი Murman zaqaradze

ძალიან მომეწონა ყოჩაღ მაგარი ლექსია ძალიან კარგი და ძალიან შემზარავი

 


№2  offline წევრი ჩუმი პოეტესა

Murman zaqaradze
ძალიან მომეწონა ყოჩაღ მაგარი ლექსია ძალიან კარგი და ძალიან შემზარავი

დიდი მადლობა ♡♡♡
--------------------
www.facebook.com/ChumiPoetesa

 


№3 სტუმარი სტუმარი Miranda

Zalian kargi leqsia zalian gtxovt dawerot raime iseti rom patarzalmasizes miuzgvnas leqsi

 


№4 სტუმარი სტუმარი ირმა

მე ძალიან მომწონს ეს კინო ხან დაშორდებიან ხან ისევ და ესე მორჩა ვეგარ ვუყურებ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent