ნუ გამექცევი
ნუ გამექცევი,ვიცი,რომ ბედი ჩემთან მოგიყვანს ნუ შეშინდები,როცა ცხოვრება ჩემთან მოგიხმობს ვერც იმას ვხვდები, ეს სიყვარული კვლავ რას მოგვიტანს, მარტო ის ვიცი,ჩვენს ისტორიას ქარიც მოგვითხრობს... ნუ გამექცევი,ისევ წაქცევას ვერ გადავიტან უბრალოდ მოვალ,ერთს შემოგხედავ და გეტყვი რამეს. გამეპარები?მე კიდევ მოვალ მაინც თავიდან ისევ გავხდები შენი სიზმრების გუშაგი ღამეს. ნუ გამექცევი,მზე ვერ ამოვა ჩემთვის ალიონს მთვარეც განიცდის,არ უყვარს,როცა მხედავს მოწყენილს. არ მინდა ღამემ შენზე ფიქრით ისევ დალიოს შენ ჩემთან მოდი,არ მოგცემ საბაბს, თუნდაც მოწყენის... ნუ გამექცევი,კარგ მოგონებებს ნუ გადამიშლი კიდევ დაგიცდი,სანამ ჩასულა ათასი მთვარე რა ვქნა,მიყვარხარ,შენზე ოცნებებს მე არ დავიშლი, ნუ გამექცევი და მოდი ჩემთან,ოღონდ გთხოვ,მალე... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.