შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღმერთო ...


24-05-2018, 20:07
ნანახია 1 687

ღამით გადაწყვეტილ ფიქრებს დილით რად ვივიწყებ ღმერთო,
თუკი ჩემთან ხარ და მისმენ, რატომ სიახლოვეს ვერ ვგრძნობ.
როცა მომერევა დარდი, ცრემლებს ვის ვუმალავ ჩუმად,
როცა უსაშველოდ მწამდი, მუდამ რად ვიხევდი უკან.

რატომ შევიძულე ყოფა, როცა ვერ გავშალე ფრთები,
ჩემს სულს ცად აფრენა უნდა, მე კი კვლავ მიწაზე ვრჩები.
დილით თბილ ღიმილებს ვძერწავ, არ მსურს რომ შემატყონ დარდი,
ღამით ცრემლად დენას ვბედავ, ვერვინ ვერ გამიგებს რა მჭირს.

გუშინ სხვანაირად წვიმდა, სევდას არ მიქრობდა ზეცა,
ახლა როცა კვდომის წინ ვარ, დედის დიდრონ თვალებს ვხედავ.
უნდა მივატოვო ვიცი, უნდა შევერიო ღრუბლებს,
ღმერთო ვუყურებ და მიკვირს, ამდენს თუ რა ძალით ვუძლებ.

ღმერთო ვუყურებ და მტკივა ყველა ამოსუნთქვის წამი,
ღმერთო შენ მითხარი ვინ ვარ, რისთვის შევიზიზღე თავი.
წავალ ... დავენახო ქუჩებს, იცი?! ჩემს ქალაქში კვლავ თოვს,
ცრემლი დამინამავს ტუჩებს, მაგრამ დახმარებას არ გთხოვ.

ლოყებს მიწითლებდა მახსოვს ჩემი ბავშვობის ჟამს დედა,
ახლა გულწრფელობას ნატრობს (მე რომ ვერასოდეს ვბედავ).
ცრემლებს ვეღარ მიშრობს კოცნით რადგან აღარასდროს მძინავს,
ღმერთო დამანახოს ვინმემ ასე უგულღმერთო ვინ ვარ.

ჩუმი 'პოეტესა'



№1  offline მოდერი bla.ell

ვაიმე რა საოცარი სიტყვებია გამომაშტერე...სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით...პოეზიაში კარგი სიტყვების მარაგი გაქვს აი იმ სიტყვების უცხო რომ არააა და მაინც უცხოდ რომ ატევს კუპლეტებში....საოცარი ადამიანი ხარ❤❤ბრავო

 


№2  offline წევრი ჩუმი პოეტესა

bla.ell
ვაიმე რა საოცარი სიტყვებია გამომაშტერე...სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით...პოეზიაში კარგი სიტყვების მარაგი გაქვს აი იმ სიტყვების უცხო რომ არააა და მაინც უცხოდ რომ ატევს კუპლეტებში....საოცარი ადამიანი ხარ❤❤ბრავო

ძალიან დიდი მადლობა თბილო heart_eyes
--------------------
www.facebook.com/ChumiPoetesa

 


№3 სტუმარი სტუმარი მაკო

რატომ ვერ ვაკოპირებ ლექსი? :( ძალიან მაგარი ლექსია ძალიან...იქნებ როგორმე მომაწოდოთ რაა ეს ლექსი :(

 


№4  offline წევრი ჩუმი პოეტესა

სტუმარი მაკო
რატომ ვერ ვაკოპირებ ლექსი? :( ძალიან მაგარი ლექსია ძალიან...იქნებ როგორმე მომაწოდოთ რაა ეს ლექსი :(

ძალიან დიდი მადლობა ♥ სამწუხაროდ საიტიდან არ კოპირდება ტექსტი :(
--------------------
www.facebook.com/ChumiPoetesa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent