მეც ვწერდი ლექსებს(ჩემო მუზავ...)
ამ ტკივილს ისევ უშენობის ელფერი დაკრავს, დღეს როცა ციდან წამოსული მზის სხივი მათბობს, ვდგავარ და ჩუმად ველოდები სიყვარულს კართან, ჰო ასე გელი,გასაოცრად...უბრალოდ მარტო. მხრებია შენი...ჩამოყრილი კრებულის ყდაზე, თვალებიც სადღაც შორეთისკენ უმზერენ ფერდობს, ლექსები მხიბლავს,ტაო მაყრის კითხვისას კანზე, მეც ვწერდი ლექსებს(ჩემო მუზავ,გეტყვი რომ) ერთ დროს. არ ვიცი იქნებ რეაქცია არც გქონდეს აწი, დატოვებ ფანჯრებს გაღებულს და ოთახში მოწევ, მიმოყრი კითხვებს მაგიდაზე რვეულის გასწვრივ, ჩემი გრძნობების გასარკვევად მოძებნი მოწმეს... ვერ ნახავ ღმერთზე უკეთესს და ინატრებ სიკვდილს, გარდაცვალებით კითხვებზე რომ პასუხებს სცემდნენ... რატომ მომძებნი...ამ ფიქრების ჯერაც კი მიკვირს, მე მინდა,როცა არ ვიქნები სულ ჩემზე წერდე. ავტორი:ელისაბედი/bla.ell |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.