შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წვიმს


30-05-2018, 08:32
ავტორი sel
ნანახია 1 964

დროის მორევში ისევ ვეშვები_
წვიმს... და სხეულში ჯდება სისველე,
არ გააჩნიათ ვნებებს წესები,
არ გააჩნიათ გრძნობებს სიძველე,
წვიმს... და სიჩუმე არ უღირს მასაც,
დამძიმებულა თითქოს ჰაერი,
ცა ნაცრისფერი... პატარა ბავშვად,
მე კი ამ ცით ვარ მუდამ მშიერი,
აიშლებიან ტვინში სიმები,
ფიქრისთვის ადგილს აღარ ტოვებენ,
და გაზაფხულის მღვრიე წვიმებიც
ალბად სულ მალე მიმატოვებენ,
ჩემი სარკმლის წინ ნაიადები
ცას ნატვრისფერი ფუნჯით ღებავენ_
ისევ წამართვეს გულში ნადები,
ისევ იწვიმებს გათენებამდე...
წვიმს... ცამ სიგრილე ისევ მათხოვა,
წვიმს... და იწყება მორიგი ესე_
ისევ კალამმა დამიმარტოვა,
ისევ უაზროდ ვაყვირებ ლექსებს,
წვიმს გაზაფხული, ხშირი წვეთებით,
წვიმს... და სხეულში ჯდება სისველე_
მაინც არა აქვთ ვნებებს წესები,
მაინც არა აქვთ გრძნობებს სიძველე.

Selassie



№1  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

მე ხო ბედი არა მაქვს, საკმარისია ვინმე მაგრად წერდეს, ყველა ბიჭია laughing
ბრავო, მაგარი ლექსია sunglasses

 


№2  offline წევრი sel

შემჩნევა უნდა თორე ამ გვერდზეც არიან გოგოები რომლებიც არავისზე ნაკლებად არ წერენ

 


№3  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

გავიგე რომ ეს კომპლიმენტები არ გესმის,მაგრამ ის მაინც მაცადე ლექსი მომეწონოს დდდ რა ჩემი ბრალია დეპრესია რომ მაქვს და სისულელეებს ვწერ, ვახ

 


№4 სტუმარი Lasha Blagidze

ფეისზე როგორ გნახო? მუსიკა შემომეწერა შენს ლექსზე და მოგასმენინებდი.^

 


№5  offline წევრი Chocolate from White Hell

წვიმა...არ მიყვარს. ხასიათს მიფუჭებს და ყველაფრის ხალისს მიკარგავს, თუმცა ისეა წარმოდგენილი, წამით მომინდა უაზროდ წვიმაში სიარული და წვიმის წვეთებთან ერთად თამაში.

ისეთი ჰარმონია წარმოადგინეთ, დაკარგვას მოანდომებთ ადამიანს.

კალამი კი სულ უნდა გიხელთებდეთ))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent