შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

და დაემსგავსე


8-06-2018, 18:07
ავტორი Anna)))
ნანახია 1 248

08.06.18

და დაემსგავსე ნელა-ნელა გაცრეცილ ტილოს,
შენს ფერმკრთალ სახეს ვერ ანათებს სხივების კონა,
ათას მარწუხში მოქცეული შველას არ ითხოვს
გული რომელსაც აღარ უნდა მშველელის პოვნა.

და დაემსგავსე მეათასედ წაკითხულ რომანს,
მოგისროლეს და ბნელ თაროზე გედება მტვერი,
და სისხლძარღვებში მოჩხრიალე ათასი ცოდვა,
ისე დამძიმდა,გეშინია არ მოგწყდეს წელი.

და დაემსგავსე ლექსებისგან გატენილ რვეულს
ათას არეულ სიტყვებისგან შედგენილ კონას,
ვერ გეტყვი ამდენ ტკივილებს ჩვეულს
როგორ არ გახდე სიკვდილის მონა.

და დაემსგავსე გათელილ ქუჩას,
ყოველმა მგზავრმა შეგაწმინდა ბინძურად ხელი
ნუთუ ტკივილებს არასოდეს ბოლო არ უჩანს?
ფიქრობ და სიმწრით უცაბედად გეღვრება ცრემლი.

და დაემსგავსე ჩვეულებრივ დაკარგულ გრძნობას,
და ცოლს რომელსაც მეუღლემაც გაუშვა ხელი,
მალე ქალაქში სუსხიანი ზამთარი მოვა,
და ყველაფერი შენთვის უფრო იქნება ძნელი.

და დაემსგავსე უარყოფილ მეგობარს, ნაცნობს,
ნავსაყუდელად ვერ იპოვე ვერავის გული ...
გაგეღიმება და ღიმილით სიცოცხლეს დათმობ
და დაგიდგება სამუდამოდ სიმშვიდე სრული.

ა.ზეიკიძე



№1  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ვაა, ჩოხ საღოლ, ლექსი იყო სულიერად დავეცი

 


№2  offline მოდერი bla.ell

შენ მუდამ კარგად წერ ნამდვილი პოეტური ნიჭით შეპყრობილო❤❤❤უმაგრესი ხარ

 


pensive pensive
..მალე ქალაქში სუსხიანი ზამთარი მოვა,
და ყველაფერი შენთვის იქნება უფრო ძნელი...
pensive

 


№4  offline წევრი Kasa

სულ ასეთი კარგი ლექსები როგორ გაქვს <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent