შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საკუთარ სამყაროს...


10-06-2018, 13:06
ნანახია 1 593

შიშველი ფეხებით მოვივლი სამყაროს,
გზად ეკლებს თუ ვნახავ ვარდებად დავიფენ.
თუნდაც რომ უფალმა თავისგან გამყაროს,
მე შევქმნი ჩემს გზაზე დასაფენ ხალიჩებს.

არა მწამს ბედის და არა მწამს იღბალის,
მერე რა თუ ამას სხვები ვერ გაიგებს.
მე წუხელ მიმქვრალ გზებს უფსკრულთან მივყავდი,
მაგრამ დღეს თავად ვხსნი ტკივილის გალიებს.

ღამეებს სითეთრით ეტყობათ გადაღლა,
მთვარესთან საუბარს გიჟივით ვეჩვიე.
ვეჩვიე შუაღამე უაზრო წანწალს და
აღარ ვრთავ წლებია სიკვდილის რექვიემს.

დავიწყე სიცოცხლის ახლიდან შესწავლა,
მერთულა საკუთარ თვალებში ჩახედვა.
არ ვიცი ვინ ვარ და ვერც ვხვდები სადა ვარ,
სარკის წინ საკუთარ ჩრდილსაც რომ არ ვხედავ.

ღიმილი - უცნობი,
თვალები - იგივე,
მზერაში ტკივილი ტევია რამდენი.
საცაა გაბედავს,
ვფიქრობ რომ იტირებს,
მგონია ვიცნობ და მე მასში კვლავ ვცდები.

კვლავ ითმენს ცხოვრების უკუღმართ დინებას,
ბოროტად არ ვცდილობ ჩემიდან გავაგდო.
სხეული ჯიუტად ცოდვილ გზას მიჰყვება
და მაინც მე შევცვლი საკუთარ სამყაროს.

ვიცხოვრებ გიჟივით _ არაფერს ვიდარდებ,
თუკი რამ მოხდება რითმებად გადმოვცემ.
მე ახლაც ტკივილზე ფურცლებს რომ ვიფარებ
ღიმილით მავსებს და სხვაგვარად მაორებს.

როცა ვწერ პესიმისტ, შეშლილ ქალს მოვგავარ,
ისე კი ღიმილებს ვარიგებ მზეებად.
წერის დროს ვკვდები და კითხვისას მოვყავარ
ამქვეყნად საკუთარ ნაწერის მშვენებას.

ჩუმი 'პოეტესა'



№1  offline წევრი izabella

შესანიშნავი ლექსია, ძალიან მომეწონა heart_eyes kissing_heart

 


№2  offline წევრი lena lena

ნუ ტი სუპერ <3
საოცრება ხარ

 


№3  offline წევრი Stranger things

ძალიან კარგია♥♥♥წარმატებები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent