შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უძღები შვილი...


14-06-2018, 14:54
ნანახია 1 451

მე თეთრი ღამის მოლანდებად ვიქეცი უკვე,
მოვიქარიშხლებ თორემ ლოდინს არ უჩანს ბოლო.
დაგიბრუნდები თუ მიმიღებ დეე შენს შვილს უძღებს,
რომელიც უკვე წლები არის შენთან არ ცხოვრობს.

ვისწავლე გლოვა, სიმარტოვე, ცრემლი გოდება,
ვისწავლე მარტომ ეკალ-ბარდი როგორ გავკვალო.
შენთან მოსვლამდე თუკი ჩემს თავს რამე მოხდება,
ხელგაშლილ დამხვდი შენი სითბო სულს რომ ვაწამლო.

ძნელი იქნება დაბრუნება დიდი ხნის შემდეგ,
გიჟს დამამსგავსებს შენს თვალებში ნაპოვნი დარდი.
შორიდან გწერდი საბოდიშო წერილად ლექსებს,
და გეფიცები ღვთისმშობელო მხოლოდ შენ მწამდი.

სიტყვებიც ქრება... ემოციებს თვალებში ვატევ,
პატიებას გთხოვ თუკი შეძლებ მირწმუნე დედი.
სინანული და მონატრება კისერში მაჭერს,
მომიტევე რომ უღალატო ვერ გამოვდექი.

დეე თეთრი ღამის მოლანდება თუ შეამჩნიე,
სადმე ჩამქვრალი ხის ძირას ან წყლის პირას მჯდომი.
თუკი ღალატი საკუთარ ხორცს ვერ მაპატიე,
გვერდს ნუ ამივლი შენებური ბავშვური წყრომით.

მოდი და ჩუმად მოქვითინეს ხელი მომხივიე,
მოდი და სიტყვაც არ წამოგცდეს გრძობებზე თუნდაც
მონატრებისგან ყვირილიც რომ შეშლილს მომინდეს
ნუ გაიკვირვებ, უცნობივით გთხოვ შენც ხელს ნუ მკრავ.

შენი ფერი აქვს ჩემს თვალებში ნაპოვნ სიხარულს
დეე იციი ხელებს შენებური სინაზით ვარხევ.
მე ვეღარ შევძლებ შენს სიშორით მარტო სიარულს,
გთხოვ... მითხარი რომ დავბრუნდე და სულ შენთან დავრჩე.

ჩუმი 'პოეტესა'



№1  offline წევრი elena gavasheli

კაი ლექსია ყოჩაღ
heart_eyes

 


№2  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

მე მიხარიხარ, თუნდაც ჩემგან მუდამ შორს იყო,
თუმც ეს სიშორე არ ყოფილა ჩემთვის ადვილი,
მე ნებისმიერ დროს მზად ვარ რომ კარი გაგიღო,
მაგრამ ერთ ოთახს არც თუ ბევრი დარჩა ადგილი..
მოდიან ზვავად, როგორც თოვლი და ქარიშხალი,
და ამ გულიდან არავის სურს წასვლა ამჯერად,
იჩქარე შვილო, მე სათქმელი ერთად გითხარით,
მერე არ მოყვე ზღაპრებს თითქოს ზღვამ შეგაჩერა.

 


№3  offline წევრი izabella

შესანიშნავი ლექსია ♥♥♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent