ერკე მიდასი - ჩვენ გვაერთიანებს
ჩვენ გვაერთიანებს, სიყვარული და ტოტემი ღვთის, ერთიანობა იზრდება, როგორც ცაში აწვდილი ტოტები ხის, ჩვენ გვაერთიანებს, სისხლი მდუღარე, განწირული სიგიჟე გვაწვიმს, როცა შიგ გულში გრძნობებია გაყინული. ხეებს ფოთლები ზამთრის ყინვაში შემოეძარცვა, ღმერთს ანგელოზნი, შორს წაუვიდნენ, თითქოს გახევდნენ გზისა გასაყარს, აკორდეონი ჟღერდა მთელი ხმით, ამღერებული, როგორც არასდროს, უდაბნოში ისე მეკიდა სიშმაგის რული. ცხოვრება შავი, გაუჩინარდა პირ-ალესილი მტერს შევეჩეხე, გზა დაჰკარგვოდა და შველას ითხოვს ხელებგაწვდილი, უსულო საგნად გადაქცეულა, ყოველი ნოტი გაუსაძლისი გახდა წამები, როს დაგავიწყდა შენი აკორდი. თუმც რა გავიწყებს, გვაერთიანებს ჩვენი სხივები გულის სიღრმეში, მეც და შენც ერთად, ამ დღეს უმანკოობით მივებით, ეპოქა მინდა, მე შენთვის სრული, სავსე სიმშვიდით, კვლავ სიცოცხლისთვის, გადარჩენისთვის და მომავლისთვის ფრთებით დამჭირდი. ჩვენ გვაერთიანებს, სულისკვეთება და ივნისის მზე ერთიანობა ძალებს იკრებს და ერთად მყოფებს ვერავინ გვძლევს, ჩვენ გვაერთიანებს ერთად ყოფნა და ჩახუტება, შენი სურნელი, სანუკვარი, გასაყოფადაც არ მემეტება. გვაერთიანებს, შენი სიტყვები, როცა გჭირდები გვაერთიანებს სურვილი, ნდომა, გვაერთიანებს მსგავსი ფიქრები გრძნეული ხალხის სევდა მატულობს, როცა ჩვენ გვხედავს შური - ბოღმის და სიბრმავის შვილი, ერთნი მის გამო, ყველაფერს ბედავს. მე სიყვარულით დავბრმავდი იცი, გრძნობით მიყვარხარ ფაქტი თვალებზე მემჩნევა, ხმაზე მეტყობა, მას ვერ დამარხავ ძალგიძს, რომ იდგე ჩემს წინაშე და მითხრა რას ფიქრობ? შენი სხეულით, შენი ფიქრებით, შენი უმანკო თვალებით მიხმობ. მე შენი გული დავისაკუთრე, არა იმიტომ რომ მას ვატკინო გაუსაძლისად, არ მსურს ოდესმე გამოიფიტო, კულისებს მიღმა გამოგიჭერ და ჩამოვშლი ფარდებს ბაგეს ვეკონვი, და გავიხსენებ, რომ ანგელოზად ამ დღეს იბადე. ჩვენ გვაერთიანებს, სიყვარული და ტოტემი ღვთის გოეთე ხატავს იმ სისათუთეს, რაც ვერ ითქმება პოეზიით, და მეც დავხატავ სტროფებს გულიდან გამოსატყორცნად გილოცავ თუკი დამეღვენთები ბაგეზე უმალ მილიონ კოცნად. ე.მ. გამარჯობა ხალხო! მინდა ერთი განცხადება გავაკეთო. ნუ დაივიწყეთ დიდებული ჯადოქარი ერკე მიდასი. ის ისევ მოვა თქვენთან, როგორც კი შეძლებს. ახლა ვერ ახერხებს, რომ ჯადოქრობები ჩაიდინოს გარკვეული მიზეზების გამო, მაგრამ მალე, რამდენიმე თვეში დაბრუნებას ეცდება! ნუ დაივიწყეთ. კვლავ გაიხსენეთ მისი სიდიადე. კვლავ მიყვარხართ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.