კოკისპირული წვიმა
გარეთ წვიმაა კოკისპირული და ჩემს გულში არს ომი გმირული! ჩემი გრძნობა კვლავ არს განწირული, ის კვლავ შენს მიერ არს გაწირული! გარეთ წვიმაა კოკისპირული და ცას აქვს სახე ირონიული! მოკვდა მზე, მას აქვს ძილისპირული, ეს სიკვდილი არს ისტორიული! ვგრძნობ მხვდება ტყვია მარადიული, გული აღარ ცემს, არს გარიყული! ჩემი გული არს ავარიული, სისხლი აღარ აქვს, არს გაყინული! გაყინულ გულს აქვს კვლავ მცირე სითბო, რადგან უყვარხარ, გთხოვ ეს არ ჰკითხო. ყინულს ვერ ადნობს, იმედს კი ათბობს. "მიყვარს, ის მიყვარს" - კვლავ და კვლავ ამბობს. ჩემთვის აქ ხეებს სცვივა ფოთლები, ალბათ გრძნობენ რომ მალე მოვკვდები. ჯერ ზაფხული არს, უკვე ვშორდები! მე გრძნობის მიმართ არ გავორდები! მე ერთგული ვარ, მინდა იცოდე, ფიქრობ სხვას ვეტრფი? მინდა გიხმობდე! მე შენ მიყვარხარ, მსურს გჭირდებოდე. ნეტავ შენს გვერდით მე ვიქნებოდე. მსურს შენთვის ომში ახლა ვკვდებოდე და ძლიერ ახლოს გეკარებოდე. მსურს, რომ შენს გვერდით ახლა ვჩნდებოდე და გულს მალამოდ ეფარებოდე. შენ ხარ ჩემი მხსნელი, შენ ხარ ჩემი მკვლელი, მე შენ მუდამ გელი, დრო კი არ არს გრძელი! შენ ხარ ჩემი ქალღმერთი, ჩემი მბრძანებელი. ჩემი გულის და სულის ხარ გამგრძელებელი! ჩემი სიყვარულის ხარ მუდამ მტარებელი! მხოლოდ შენ ხარ ამ გულის, აქ გამჩერებელი! გარეთ წვიმა არს კოკისპირული და ჩემს გულში არს ომი გმირული! ჩემი გრძნობა კვლავ არს განწირული, ის კვლავ შენს მიერ არს გაწირული! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.