შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საცოდავი დროება


5-07-2018, 16:58
ავტორი Giorgi Uertashvili
ნანახია 1 288

ეს დრო მიდის, ეს დრო მიდის,
ცვლილებების სიტყვა ისმის,
კომპრომისი კვლავ აქ მიჰქრის,
მასზე წასვლა ძლიერ მიმძიმს,

კლასიკა ამ ქვეყანაში დასაცინი გამხდარა,
აქ "მოდი აქ" ჩარკვიანის გოიმობად ჩამკვდარა -
ასე ფიქრობს ჩვენი ხალხის უდიდესი მასა რა,
მე ამდენმა უაზრობამ სიკვდილამდე მატარა!

მე გულს მიკლავს ახლანდელი, მომავალი თაობა -
არ იციან მათ კლასიკის დიდებული რაობა!
ხშირად ვფიქრობ, თითქმის არვის აქ არ ესმის ჩემი,
მხოლოდ, მხოლოდ ჩემში არის ამ გაგების გემი.

სამწუხაროდ საშინელ ხალხს აქვს მსოფლიოს ბალახი,
მარიტასთვის უსროლიათ ძლიერ ბევრი ტალახი.
გამორჩეულთ ყოველთვის ჰყავთ უამრავი მტერი,
რომლებიც მუდამ არიან დედამიწის მტვერი.

სხვის ჭკუაზე სიარულის დრო ხომ მოდის ახლა,
სანამ მათ გვერდით დავდგებით ავიხედოთ მაღლა.
ჩარკვიანს რომ ყური ეგდო თავის კრიტიკოსთათვის,
მაშინ თქვენ არ გექნებოდათ სატრფიალო ცოლთათვის.

გალაკტიონს ჩუმად ყოფნა რომ ერჩია წერას,
კრიტიკოსთა სიხარული გასცდებოდა ვერას.
ბეთჰოვენს რომ არ შეექმნა თავის "მთვარის სონატა",
გენიალურ კლასიკოსთან არ ვიქმოდით მონადა.

კლასიკა ამ ქვეყანაში დასაცინი გამხდარა,
აქ "მოდი აქ" ჩარკვიანის გოიმობად ჩამკვდარა -
ასე ფიქრობს ჩვენი ხალხის უდიდესი მასა რა,
მე ამდენმა უაზრობამ სიკვდილამდე მატარა!



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

ამდენს საიდან იტევ ადამიანო

 


№2  offline წევრი izabella

ძალიან კარგი ლექსია, ზუსტად გადმოეცი დღევანდელი რეალობა.

 


№3  offline წევრი Mzika

❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent