შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დღეს ჩემი ღმერთი სხვის ღმერთებზე ბევრად მშვიდია


5-07-2018, 21:36
ნანახია 1 752

ვწერ და ტალღები ჯიუტად შლის ლამაზ სტრიქონებს,
ოცნებები კი ასახდომად მიისწრაფიან.
კალამს რომელსაც ვიყენებ თუ უფრო ვიმონებ,
როგორ გაიგებ რას განიცდის ან რის დარდი აქვს.

მოხრილ ვერხვებთან დაქანცული მთვარის აჩრდილი,
ალბათ მეასედ ატრიალებს ლამაზ სიმღერებს.
მეც ასე ჩუმი სიცოცხლისგან ძლიერ დაღლილი,
გულს ძირს ვაგდებ და სასიკვდილოდ უღვთოდ ვიმეტებ.

თუკი ვერ მიცან... ჩემს მზერაშიც მოსჩანს მე ვინ ვარ,
მწვანე ტალღები ასკდებიან თვალებს სევდიანს.
წუთებს ვიგროვებ სიკვდილამდე რომ ერთ დღეს სიზმრად,
ცხადად ვიგემო რა ხიბლი აქვს ზეცად ხეტიალს.

თითქოს ბუნებამ თეთრ ფურცელზე შავად დამქარგა,
ხორცს მიბინძურებს ეს ცხოვრება სულით უცოდველს.
როგორ დაგტოვოთ ჩუმი სვლებით ისე ლამაზად,
უცხო გამვლელსაც სიამაყით სისხლს რომ უჩქროლებს.

ზღვებიც შრებიან, არვინ ხარობს ქვეყნად მარადჟამს,
ღამე შპიონი ალიონთან დღემდე ჯაშუშობს.
თუკი ამბობ რომ მომკითხავი ქვეყნად არა გყავს,
ნუ იფიქრებ რომ ამ სიტყვებით ღმერთთან არ მრუშობ.

პური რომელსაც ყოველდღე ჭამ მისი ხორცია,
ღვინო რომელშიც შვებას პოვებ სისხლია უფლის.
მხატვარი არ ვარ მაგრამ ფერებს თუკი მომიტან
რწმენას დავხატავ ერთი დღე რომ ცხოვრებას უდრის.

გახუმდებიან ფერებიც და ერთი არ ვიცი
თავს ვაჯერებ თუ ეს ცხოვრება მართლა ტკბილია.
სულის მალამოდ მეფინება მთვარის აჩრდილი
და ჩემი ღმერთი სხვის ღმერთებზე ბევრად მშვიდია.

ჩუმი 'პოეტესა'



№1  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

აი თუ გაპატიო ეგ მიდგომა რაა

რა
მზის ღმერთი

არა, მაინც სად მნახე აღელვებული, ჰმ..

 


№2  offline აქტიური მკითხველი terooo

ზღვებიც შრებიან, არვინ ხარობს ქვეყნად მარადჟამს,
ღამე შპიონი ალიონთან დღემდე ჯაშუშობს.
თუკი ამბობ რომ მომკითხავი ქვეყნად არა გყავს,
ნუ იფიქრებ რომ ამ სიტყვებით ღმერთთან არ მრუშობ.

 


№3 სტუმარი სტუმარი გვირილა

უძალიანმაგრესად მაგარიაა

 


№4  offline მოდერი ბელუ შეროზია

ლამაზი ლექსია

 


№5  offline წევრი izabella

ძალიან კარგი ლექსია blush

 


№6  offline წევრი Noar

საოცარი წასაკითხი იყო! ბრავო!!!

 


№7  offline წევრი sweetgirl

ლამაზი ლექსია❤️❤️❤️

 


№8 სტუმარი Mari

რას წერ დაფიქრდი. ნუ გადადიხარ ზღვარს ღმერთის ხსენებით, საერთოდ თუ გწამს ღმერთის, რომ ასეთ სიბინძურესთან მოიხსენიებ მას. შენგან ასეთ არანორმალურ ლექსს არ მოველოდი!

არ მეგონა, ასეთი იდიოტი თუ იყავი

 


№9  offline წევრი ჩუმი პოეტესა

terooo
ზღვებიც შრებიან, არვინ ხარობს ქვეყნად მარადჟამს,
ღამე შპიონი ალიონთან დღემდე ჯაშუშობს.
თუკი ამბობ რომ მომკითხავი ქვეყნად არა გყავს,
ნუ იფიქრებ რომ ამ სიტყვებით ღმერთთან არ მრუშობ.

სტუმარი გვირილა
უძალიანმაგრესად მაგარიაა

ბელუ შეროზია
ლამაზი ლექსია

izabella
ძალიან კარგი ლექსია blush

Noar
საოცარი წასაკითხი იყო! ბრავო!!!

MariamChiokadze
ლამაზი ლექსია❤️❤️❤️



მადლობა მეგობრებო ❤❤❤❤

Mari
რას წერ დაფიქრდი. ნუ გადადიხარ ზღვარს ღმერთის ხსენებით, საერთოდ თუ გწამს ღმერთის, რომ ასეთ სიბინძურესთან მოიხსენიებ მას. შენგან ასეთ არანორმალურ ლექსს არ მოველოდი!

არ მეგონა, ასეთი იდიოტი თუ იყავი

საინტერესოა საერთოდ რწმენა როგორ გესმით.
მადლობა შეფასებისთვის ;)
--------------------
www.facebook.com/ChumiPoetesa

 


№10  offline წევრი Mzika

❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

 


№11 სტუმარი Mari

ჩუმი პოეტესა
terooo
ზღვებიც შრებიან, არვინ ხარობს ქვეყნად მარადჟამს,
ღამე შპიონი ალიონთან დღემდე ჯაშუშობს.
თუკი ამბობ რომ მომკითხავი ქვეყნად არა გყავს,
ნუ იფიქრებ რომ ამ სიტყვებით ღმერთთან არ მრუშობ.

სტუმარი გვირილა
უძალიანმაგრესად მაგარიაა

ბელუ შეროზია
ლამაზი ლექსია

izabella
ძალიან კარგი ლექსია blush

Noar
საოცარი წასაკითხი იყო! ბრავო!!!

MariamChiokadze
ლამაზი ლექსია❤️❤️❤️



მადლობა მეგობრებო ❤❤❤❤

Mari
რას წერ დაფიქრდი. ნუ გადადიხარ ზღვარს ღმერთის ხსენებით, საერთოდ თუ გწამს ღმერთის, რომ ასეთ სიბინძურესთან მოიხსენიებ მას. შენგან ასეთ არანორმალურ ლექსს არ მოველოდი!

არ მეგონა, ასეთი იდიოტი თუ იყავი

საინტერესოა საერთოდ რწმენა როგორ გესმით.
მადლობა შეფასებისთვის ;)

მე უეჭველად ჭეშმარიტების მწამს, მაგრამ ვფიქრობ თქვენ ვერ გაიგებთ ამას

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent