შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზეცის პოეზია


1-06-2018, 10:36
ნანახია 1 861

ზეცის პოეზია ცრემლებია,
ხალხმა წვიმის სახით რომ შეიცნო.
როგორც პოეტები ნებდებიან,
სწორედ ისე მინდა რომ შეგიგრძნო.

ანუ არასოდეს მიგატოვო,
ანუ შეგიყვარო სიკვდილამდე.
თუკი წავედი რომ ვიმარტოვო,
მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ მიწამე.

მხოლოდ იმიტომ, რომ არა სჩანდა,
ჩემში მოწყენის და სევდის მეტი.
მხოლოდ იმიტომ, რომ არ გააჩნდათ,
გუგებს შენს თვალებში ჩემი ღმერთი.

დროს და ემოცია დარდიანებს,
სულ მთლად წაეშალათ იმედები.
ყოფას თუ ტკივილი ატრიალებს,
მე ამ ტკივილებით ვიკვებები.

ზეცის პოეზია სევდიანობს,
ქალაქს დასტირის და მე კვლავ ვუმზერ.
ასე შორს მყოფო და ჩემიანო,
მიკვირს ამ ყველაფერს როგორ უძლებ.

შენთვის კვლავ თეთრია მორცხვი დილა,
ჩემთვის უკუნი და რითმგაცლილი.
წუხელ იქუხა და დღესაც წვიმდა,
მე კი სხვის სურნელზე ვერ გაგცვლიდი.

რტოებს სიმორცხვისგან თავდახრილებს,
თითქოს წმინდა გრძნობა არა სცმიათ.
თუკი სიმარტოვე დააპირე
გეტყვი _ არასოდეს დაგაცდიან.

რადგან შავ ლაქებად ყველა ცოდვას,
სუფთა ფურცლებზეაც დაგიჩენენ.
რადგან არაფხიზელ ყველა ბოდვას,
ყელში ბაწარივით წაგიჭერენ.

ჩემში შენი ღმერთი დღემდე ბუდობს,
დღემდე შენს ხატებას ვუნთებ სანთლებს.
როგორ დავუჯერო თვალებს უნდოს,
როცა ეგ ღიმილი სუნთქვას მართმევს.

თუკი არ გამოვა სიმარტოვე
და მეც უსაშველოდ გვიან ვიყავ.
მაინც ნურასოდეს მიმატოვებ,
მაინც ნურასოდეს ნუ გამრიყავ.

გზაზე რაც ყვავილთა ედემია მინდა რომ არასდროს არ მაკმარო.
ზეცის პოეზია ცრემლებია - ჩემი პოეზია სასაფლაო.

ჩუმი 'პოეტესა'



№1  offline წევრი Diosa Dela Tristeza

❤❤❤ ძალიან მომეწონა.

 


№2  offline მოდერი Giorgi Uertashvili

იმდენად გენიალურია და გულში ჩამწვდომია, იმდენად გრძნობით აღსავსე ლექსია, რომ მგონი აქ სიტყვები ზედმეტია heart_eyes
უბრალოდ ბრავო! ბრავო! ბრავო! heart_eyes
--------------------
გ.უერთაშვილი

 


№3  offline წევრი lena lena

ყველაფერზე მეტი ხარ <3
საოცრებას შენი სახელი ქვია <3
სუნთქვაამერია <3
რა გითხრა მაცადე ცოტა დავმშვიდდე არ ვიცი რას ვწერ

 


№4  offline წევრი izabella

"ასე შორს მყოფო და ჩემიანო,
მიკვირს ამ ყველაფერს როგორ უძლებ." disappointed_relieved disappointed_relieved

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent