შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იმედის ანგელოზი


12-07-2018, 21:33
ავტორი For Love
ნანახია 1 792

როცა მეგონა გიპოვე და
ჩემი არსებობა გაგრძნობინე,
ბედის საჩუქარი გიწოდე და
ჩემი ლექსები გასმენინე,
როცა შენი სულის სტრიქონები
შენივე სურათებად დაგიხატე,
როცა უღმერთობის საწუთროში
მომავლის იმედად დაგისახე,
როცა გაცრეცილი დღეებიდან
რწმენად შენი სახე დავინახე,
და უიმედობის სარეცელთან
ყველა დარდი გულში ჩავიმარხე,
როცა ვიწამე რომ შენ არსებობ
ძველი ჭრილობების საიმედოდ,
სწორედ იმ მომენტში წახვედი და
ლექსმა დარდი როგორ აიმედოს?
ახლა ზამთრის მკაცრი ყინვაა და
გული ლამაზ ფიფქებს აღარ ენდო,
ვიცი დაბრუნდები გაზაფხულზე,
ვიცი გამოჩნდები ენძელებად,
მაგრამ მე უშენოდ ყინვიანი
ზამთრის გადალახვა მეძნელება...



№1  offline მოდერი Nanaga

ძალიან ლამაზია <3

 


№2  offline წევრი ყვითელგულა

მომეწონა,კარგი ლექსია

 


№3  offline წევრი For Love

mirandaa31
თიკა, საოცარი გოგო რომ ხარ გითხარი ხო უკვე. თუარა და ალა გეუბნები, ძალიან კარგი ხარ <3

მადლობა დიდი საყვარელო <3

 


№4  offline წევრი sweetgirl

ლამაზი ლექსია❤️❤️❤️კარგად წერ თიკა წარმატებები❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent