შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული და სიკვდილი


17-07-2018, 22:32
ავტორი Giorgi Uertashvili
ნანახია 1 914

ტკივილები, მაქვს ძლიერ ტკივილი!
ისმის ქარის უჩვეულო კივილი!
გრძნობები მაქვს, ძლიერ მწარე გრძნობები.
სიყვარულის, სიყვარულის ომები.

ვმარცხდები და აქ არის დრო სიკვდილის!
და გთხოვთ ხმა არ გამაგონოთ ტირილის.
მოვითხოვ რომ ხმა ისმოდეს სიცილის
და არა ხმა უაზრო სიმძიმილის.

მე გთხოვთ რომ ეს სიკვდილი მხიარული იყოს,
იყოს მხოლოდ სიცილი და მე არ გთხოვთ სითბოს.
რადგან ჩემთვის მწუხარება აქ ჩაბარდა წარსულს.
ეს მცირე პატივი მეცით სამუდამოდ წასულს!

ეს ტკივილი მძაფრდება და მორევში ჩამითრევს,
ჩამითრევს და ცხოვრებას, ამ ცხოვრებას ამირევს!
ამირევს და შემდეგ სიკვდილს მე ჩავხედავ თვალებში,
ალბათ მე მაშინ მოვხვდები ჯოჯოხეთის ალებში...

შემიწყალე მე ცოდვილი, შენ გთხოვ ღმერთო ჩემო.
ბევრი მაქვს მე მობოდვილი, მაქვს მე ცოდვის გემო.
შენს წინაშე ვინანიებ თითქმის ყველა ცოდვას.
იმედია მაპატიებ ბევრ უაზრო ბოდვას.

ტკივილები, მაქვს ძლიერ ტკივილი!
ისმის ქარის უჩვეულო კივილი!
გრძნობები მაქვს, ძლიერ მწარე გრძნობები...
სიყვარულის, სიყვარულის ომები...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent