შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გული


22-07-2018, 15:18
ავტორი Giorgi Uertashvili
ნანახია 2 333

გული სიყვარულისგან ძლიერ ძლიერ დასუსტდა!
იმედგაცრუებისგან სამუდამოდ დამუნჯდა!
ამ სიცოცხლის დღეები დათვლილია ნამდვილად,
ამიტომაც შემიძლია მე ყველა ვთქვა ადვილად.

მინდა ყველამ გაიგოთ ჩემი ერთი სიტყვა,
მხოლოდ ანნა არის ჩემთვის, ჩემს გულში ეს ითქვა!
თან პირველი გრძნობა არის და თან არის ბოლო,
იმედები აღარ მაქვს და უნდა გავაბოლო...

თურმე ყველა ამ გრძნობამდე ხომ ყოფილა ფარსი.
ჩემს სიცოცხლეს შენს გარეშე სულაც არ აქვს არსი!
შენ ხარ ჩემი დედამიწა, ვენერა და მარსი!
შენ ჩემში სიცხეს ავრცელებ და დამიწვი გარსი!

ჩემთვის შენ ხარ სულ სულ ყველა:აფროდიტე, ათენა!
ამ გულმა შენდამი ტრფობით ეს ღამე გაათენა!
შენი ნახვით მოვჯადოვდი სიყვარულის ღმერთო,
მიყვარხარ და მეყვარები სილამაზევ ერთო...

ბაირონს რომ დაენახე, ის დაწერდა შენზე.
მისთვის ხომ შენ იქნებოდი სიყვარულის მთებზე.
მას დაავიწყდებოდა ის, ჩავორტი მერი!
და გეტყოდა: " საყვარელო, სიყვარულით გელი!"

მზე რომ შენ დაგინახვდა გაქრებოდა ღრუბლებში,
ალბათ დაიკარგებოდა მსოფლიოს სხვა უბნებში!
მზეს შენს გვერდით გამოჩენა შერცხვებოდა ნამდვილად!
ანნა, შენ მის სილამაზეს დაფარავდი მარტივად.

ჩემი გული შეჩერებას, შეჩერებას იწყებს,
რადგანაც ჩემი მიჯნური ჩემთვის ხმას არ იღებს...
სწორედ ახლა გაჩერდა და სამარისკენ გამიძღვა!
მის საშველად მოსასვლელმა მე არაყი დამისხა!

ჩემი გული გაჩერდა და ახლა სუნთქვა შეწყდა.
საპასუხო გრძნობები მას, ვერადავერ შეხვდა!
ჩემი გული მის გრძნობებს ხომ ვერადავერ შეწვდა...
მხოლოდ ლექსის წერის ბედი ახლა წილად მე მხვდა!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent