შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბავშვი ვიყავი სიყვარული კოცნა მეგონა


25-07-2018, 09:21
ავტორი bla.ell
ნანახია 2 322

ბავშვი ვიყავი,სიყვარული კოცნა მეგონა,
მუხუც ბაბუას დამჭკნარ სახეს დავუკოცნიდი,
სადღაც წასული მონატრებულს უნდა მეპოვნა,
ჩემთვის ბაბუა კაცი იყო მუდამ მოცლილი.

მაკოცებდა და მეტყოდა რომ მომირჩებოდა,
თუ კი სულელი უნებლიედ წავიქცეოდი,
თვალებს ხუჭავდა როცა ძლიერ მომეხვეოდა,
გაშლიდა ხელებს მეც გიჟივით გავიქცეოდი.

ახლა კადრები ბუნდოვანი შერჩა გონებას.
სოფლის ბილიკებს სიმღერებით მივუყვებოდით,
მომიყვებოდა წლების ამბებს და მოგონებას,
გზაზე მინდვრებში ვისვენებდით თუ ვიღლებოდით.

ნეტავ გაზრდილიც დავენახე რა იქნებოდა,
მხოლოდ ის არა,მეც უზომოდ გავიხარებდი,
ერთხელ წავიდა მეგონა რომ დაბრუნდებოდა,
ვეძებ მას მერე,ცრემლიანი სავსე თვალებით.

გამოვიგონეთ ლექსები და ვწერდით სტრიქონებს,
სეირნობისას ყვავილების გვირგვინს მაწვდიდა,
ერთხელაც ბაბუს მოაკითხა მეფაიტონემ,
მოხუცს რომელიც მთის ყვავილებს თმებში მაწნიდა.

ბავშვი ვიყავი,სიყვარული გამოვიგონე,
ცა იყო სუფთა მოწმენდილი,ღამით გაწვიმდა.
წასული ბაბუ ვეძებე და ვეღარც ვიპოვნე,
რას ვიფიქრებდი ღმერთი მასაც გამომაცლიდა.

ავტორი:ელისაბედი/bla.ell

გამარჯობა ტკბილებო და მონატრებულებო ,ლექსს საუკეთესოს ვერ შემოგთავაზებთ ამდენხნიანი პაუზის შემდეგ ცოტა "მომზადება" მომიწევს პოეზიისთვის... ამიტომ ამ მცირედი ჩემი პატარა უბრალო "შვილით" შემოგიერთდით და იმედი მაქვს მოგეწონებათ და ისე შეიყვარებთ როგორც მე შემიყვარეთ...



№1  offline მოდერი bla.ell

mirandaa31
საოცარი იყო.. მეც ჩემი ბაბუ გამახსენდა:( მშვენიერია და დაგვიბრუნდი შენი თბილ-ტკბილი ლექსებით ❤️

მადლობა ტკბილოო❤❤ვეცდები დავბრუნდე თუმცა რამდენად გამომივა არვიცი❤გამიხარდიი❤❤

 


№2  offline წევრი Nodar Cecxladze

Bravo bravo bravo

 


№3 სტუმარი სტუმარი Milena

რამდენი ხანია არ გამოჩენილხარ მართლა მომენატრა თურმე შენი ლექსი.

 


№4  offline მოდერი bla.ell

სტუმარი Milena
რამდენი ხანია არ გამოჩენილხარ მართლა მომენატრა თურმე შენი ლექსი.

ჰეი მილენააა ❤❤მადლობა საყვარელო მე კი არც მეგონა თუ კითხულობდი ჩემს ლექსებს...რადგან ძალიან დიდიხნის წინ დამიკომენტარე ძველ ლექსზე:დ❤❤❤

 


№5  offline წევრი ჵჵჵჵ

ნეტავ გაზრდილიც დავენახე რა იქნებოდა,
მხოლოდ ის არა,მეც უზომოდ გავიხარებდი,
ერთხელ წავიდა მეგონა რომ დაბრუნდებოდა,
ვეძებ მას მერე,ცრემლიანი სავსე თვალებით.
♥♥♥

 


№6  offline წევრი qarishxali

ჩემო ტკბილო და საყვარელო ელ❤❤ვგიჟდები უკვე ამ ლექსზე❤❤❤აი ისეთია ჩვენს საყვარელ ბაბუებს, რომ გვახსენებს და გვაფიქრებს მათზე❤❤❤სულაც არ მგონია, რომ კარგად არ დაგიბრუნდა მუზა❤❤❤ ჩემი აზრით შესანიშნავი იყო მარწყვო და ატმის კომპოტო❤❤❤გყვარობთ შენ და შენს ლექსებს თამარა❤❤❤❤

 


№7 სტუმარი tep

iseti leqsi iyo shemiyvarda da shemiyvardi ,dzalian lamazi da gulshi chamwvdomi iyo chemtvis <3 mxolod madloba metis <3

 


№8  offline წევრი sweetgirl

Magari xar ell❤️❤️Guli gamitba am leqsze❤️Ar gchirdeba momzadeba shen sul pormashi xar sixarulo❤️❤️

 


№9  offline მოდერი bla.ell

უცნაური მე
ძალიან ძალიან მაგარი იყო, ყოჩაღ!

გაოგნებულივარ არმეგონა ამდენხნიანი პაუზის შემდეგ თუ კიდევ ვინმე ნახავდა ჩემს ლექსებს და ასე თბილი სიტყვებით კიდევ უფრო შემაყვარებდნენ თავს და ძალიან მახარებ შენც რომ ამ ჩემს ბედნიერ ღიმილებში გაერიე,ტკბილო და თბილო უცნაურო❤❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent