შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დამაყრის ტანზე გვირილების სითეთრე მერე


28-07-2018, 13:32
ავტორი bla.ell
ნანახია 1 782

ადრე მიწაში ავურევდი პატარა ხელებს,
მალე კი ალბათ მთელი ტანით მომიწევს ძერწვა.
არ ვარ პოეტი და ხანდახან ისიც მახელებს,
რომ ჩემს საფლავზე მომტირალი ამოვა ძეწნა.

შეისხამს ფოთლებს,უფერული ფესვების ფონზე,
ზამთარიც მოვა,დაგვიფარავს სხეულებს სეტყვით,
არ ვიცი იქნებ სეტყვის შემდეგ იფიქროს თოვლზეც...
სამწუხაროა ჩემთან მოსულთ ვერაფერს ვეტყვი.

დამაყრის ტანზე გვირილების სითეთრე მერე...
ღრუბლები ცაში მოაგროვებს წვიმისთვის ქარებს,
და იქნებ ვინმეს გაახსენდეს პატარა ხელი,
რომელიც გულში შესასვლელად უხსნიდა კარებს.

უშვებდა სულაც სამუდამოდ გრძნობების სახლში,
არ წყვეტდა სიცილს და გიჟურად უყვარდა მთვარეც,
გაახსენდებათ უსუსური პატარა ბავშვი,
რომელსაც მუდამ სიყვარული უხრიდა თვალებს.

ამოვა ერთი მზესუმსირა,
გარდაცვლილ გულზე,
მიუშვერს სახეს მზის სხივებს რომ მიწაში გავთბე,
ნეტავი მსგავსად გეხებოდეთ ეს ლექსიც სულზე,
როგორაც ფიფქი ეფინება ღაჟღაჟა ვარდებს.

გამიგონია სიკვდილისო ფერია გიშრის,
გიშრების აცმა მომეხვევა დაღარულ კანზე,
შორს წავალ მალე ვინახულებ
ფიქრებით მიშლილ,
დასაფლავებულ პოეტთათვის ტირიფის ბაღებს.

ავტორი:ელისაბედი/bla.ell

გამარჯობა ჩემო ტკბილებო და თბილებო,წინა ლექსის კომენტარებს რომ ვნახულობდი მივხვდი ეს საიტი სახლად მექცა...სხვა თბილი სახლი არ მეგულება სადაც თქვენსავით საყვარელ ადამიანებს ვნახავ...გამახარეთ თქვენი სითბოთი რომელიც ჩემთვის სტიმულის მომცემი აღმოჩნდა და შევძელი კიდევ დამეწერა ლექსი❤❤რომელიც არვიცი ისე მოგეწონებათ თუ არა მაგრამ მე მაინც ველი თქვენს ნებისმიერ შეფასებას,როცა თქვენ გწერთ დიდ სითბოს ვგრძნობ ხოლმე...წინასწარ დიდი მადლობა ყველას❤❤❤❤



№1  offline წევრი naniko mindia

Dzalian kargi leqsia da sitvebi
--------------------
lomidze

 


№2  offline წევრი nathali lifhonava

კარგი ხარ ძალიან
და შესანიშნავად წერ❤❤
იმედია კიდევ შემოგვთავაზებ შენებურ ლექსებს❤❤
ვგიჟდები შენზე
გყვარობ
ველი ახალს❤❤
--------------------
"როცა ვინმე შეურაცხყოფას მოგაყენებს, ნუ ეტყვი მას: „დაე ღმერთმა გადაგიხადოს“, იმიტომ რომ ეს თავაზიანი წყევლაა".

 


№3  offline მოდერი bla.ell

nathali lifhonava
კარგი ხარ ძალიან
და შესანიშნავად წერ❤❤
იმედია კიდევ შემოგვთავაზებ შენებურ ლექსებს❤❤
ვგიჟდები შენზე
გყვარობ
ველი ახალს❤❤

რა კარგია რომ დამიკომენტარე იმიტომ რომ ვერც გავიგებდი ჩემი ლექსები რომელიმე თუ წაგიკითხავს ახლა კი ვიცი რომ მოგწონს კიდეც ჩემი პოეზია რისთვისაც დიდ მადლობას გიხდი საყვარელო❤❤❤გამიხარდი ძალან ძალიაან❤❤❤

 


№4  offline წევრი Ruska Tsitskishvili

შენ არ ხარ პოეტი,შენ უფრო მეტი ხარ...მხატვარიც ხარ,რადგან შენს ლექსებში ისე საოცრად დახატე და შეჰქმენი მშვენიერი სამყარო,რომ ამას მხოლოდ კალამი ვერ მოახარხებდა❤❤❤

 


№5  offline წევრი izabella

როგორც ყოველთვის - ძალიან თბილი და დიდი გრძნობებით სავსე ლექსია.

 


№6 სტუმარი ჯემალი

ადრე მიწაში ავურევდი პატარა ხელებს,
მალე კი ალბათ მთელი ტანით მომიწევს ძერწვა<<<<<ეს ის არის რასაც მე ვფიქრობ?:D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent