შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ა.ა. კვლავ შენდამი გრძნობებს ვეწირები


2-08-2018, 11:33
ავტორი Giorgi Uertashvili
ნანახია 1 638

ახლა რომ მქონდეს გამბედაობა,
ალბათ მოგწერდი, გთხოვდი შეხვედრას.
მე შენ მიყვარხარ, არ მედავო რა,
მუდამ ვაგრძელებ შენთან ვედრებას.

ამ გრძნობების წყალობით შევეჩვიე სიკვდილს,
საცოდავი თაობა მე ტკბილ სიტყვებს მითვლის,
საცოდავი ხალხი ხომ ლექსებს გარეთ ისვრის,
შენგან ბევრჯერ ვიგემე ის ჭრილობა ისრის.

ჩემმა ძმამ მე გამიყუჩა ტკივილები შენგან,
მან სისხლდენა შემიჩერა, რადგან მქონდა ბევრგან,
სიყვარულის გველი კვლავ მოვიდა ჩემთან,
მან მეორედ მომკლა ამ გრძნობების გემთან.

კვლავ შენს გრძნობებს ვეწირები უკვე მარტო, მალულად,
ხელს ვერვინ გამომიწოდებს რადგან ვკვდები ფარულად,
მე სულ მინდა რომ გავიგო, რას იტყვი რომ მოვკვდები,
ალბათ, ალბათ ჩემზე გლოვას წამებში დაშორდები.

ეს შენდამი გრძნობები ჩემს გულს მუდამ ჭამს,
"გაუმაძღარ სიყვარულს ეს ცხოვრება ჰგავს".
ეს დრო გარბის, ეს დრო გარბის არ მანებებს თავს,
მე ყოველთვის დაგიძახებ ერთი ღმერთის მსგავსს.

სისხლით, სისხლით დასვრილ სხეულს
გული მზეზე გაიშრობს,
შენ დამტოვებ მარტოს, ეულს
დრო კი მე არ დამინდობს.

"ახლა როცა ამ სტრიქონს ვწერ,"
შუაღამე მაოცებს,
მისთვის მე სულ სიყვარულს ვმღერ
და ვფიქრობ რომ მაკოცებს,

მგონი ჩემი ბოლო ფიქრი არის მხოლოდ ილუზია,
ჩემთვის ყველა მოგონება ერთი დიდი ჩიბუხია,
ალბათ, ყველა წარმოსახვა მე ამ ტრფობამ გამიჩინა,
სიყვარულმა და სიმძაფრემ თავი სწორედ აქ იჩინა.

ალბათ, შენთვის რომ მეთხოვა, შენთან ერთად სადმე წასვლა,
მეტყოდი, რომ ჩემთან ერთად არსად გახვალ გარიჟრაჟსა,
მე გეტყვი რომ ეგ ღიმილი, ეგ თვალები ძლიერ გშვენის,
სიყვარულის მოლოდინი მძაფრდება და ხდება მკვლელის.

შენ ხარ ჩემთვის ყველაფერი, ყველა ვინც კი არსებობს,
მინდა გითხრა რომ შენს გარდა, ჩემზე სხვა აქ არ მეფობს,
შენ ხარ ჩემი აფროდიტე, სილამაზის ღმერთი,
მე შენ ძლიერ რომ მიყვარხარ ამას მუდამ გეტყვი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent