შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უშენობას მგონია რომ არ ვაპირებ...


6-08-2018, 20:30
ნანახია 1 965

მომენატრე ახლა ისევ, სადარდელო,
უშენობას მგონია რომ არ ვაპირებ,
მინდა ისევ მაგ შენს ხელებს მოვეფერო
და თვალებით მიგახვედრო რომ მაგიჟებ.
მომენატრე, არ გეგონოს ეს ტყუილი,
არ გეგონოს სიტყვებს უგზოდ ვატრიალებ,
არ იფიქრო, განელდება ეს წყურვილი,
შენთან ყოფნა რომ ჰქვია და მაწრიალებს.
თუ გიყვარვარ არ იდარდო, შენი მქვია,
მემეტება შენთვის სითბო და სამყარო,
სადამდეც კი სიყვარული შემიძლია,
მინდა შენი პოეტობა დავიბრალო.
მენატრები, შენთან ყოფნას სული ითხოვს,
ბინდია და ბილიკებსაც ვეღარ ვარჩევ
და თუ ფიქრობ, სიყვარული არის ჯილდო,
მოგილოცავ, რადგან უკვე გაიმარჯვე.
~ბ.ბ.~



უცნაური მე
ძალიან, ძალიან კარგია ბექა. ყოჩაღ შენნ <3

მადლობა ძალიან, ძალიან დიდი <3
--------------------
~ბ.ბ.~

 


№2  offline წევრი იზუკა

რიგორი კარგი იყო , და თბილი ლექსი ❤

 


იზუკა
რიგორი კარგი იყო , და თბილი ლექსი ❤

heart_eyes heart_eyes kissing_heart
--------------------
~ბ.ბ.~

 


ჰაიკო
კარგი ლექსია, მომეწონა. ყოჩაღ.

მადლობა
--------------------
~ბ.ბ.~

 


№5  offline წევრი sweetgirl

კარგი ლექსია ❤️❤️❤️❤️

 


MariamChiokadze
კარგი ლექსია ❤️❤️❤️❤️

მადლობა, მარიამ heart_eyes
--------------------
~ბ.ბ.~

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent