შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი "ფიქრნი მტკვრის პირას"


16-08-2018, 18:02
ავტორი Giorgi Uertashvili
ნანახია 1 643

მტკვრის პირას მივდივარ ღამის თბილისში,
სულ სიცარიელე არის აქ ივლისში.
სულაც არვინ არ დადის აქ ამ ღამის წყვდიადში,
მე მთვარე და ვარსკვლავი ჯერ არ ვართ განთიადში.

მივდივარ, გული აღარ ცემს მყარად.
მისგან დაიჭრა ვინც ჰყავდა ფარად.
მაინც მივდივარ მტკვრის პირას წყნარად.
მე ხომ მიყვარხარ, მიყვარხარ მარად.

მე მტკვარში ვხედავ ანარეკლს, მთვარეს.
მე მასში ვხედავ ტკივილის არეს,
ძლიერ შორს ვხედავ ბევრ ბალახს, მწვანეს,
ამიტომ ვეწევი ცხოვრებას მწარეს.

ნარკოტიკი ამ ლექსებში ბევრს არაფერს მაძლევს,
წარმოსახვის მცირე უნარს მხოლოდ მცირედ არხევს.
პოეზია, პოეზია მე ბევრ ღვინოს მასმევს.
როცა გხედავ გულის ცემა მატარებელს ასწრებს.

მე ბევრს ვფიქრობ და ხანდახან სიკვდილზეც კი გავიფიქრებ!
რა მოხდება მაშინ როცა სასუფეველს დავიმკვიდრებ?!
ვიცი, ვიცი რომ სურვილებს შემდეგ ვეღარ ჩავიფიქრებ.
გული არ გამიცრუვდება მოკვლას როცა დამიპირებ.

ვიცი სიკვდილს შენს გარეშე, შენს გარეშე რომ შევხვდები,
ვერც გაიგებ რომ მოვკვდები, რასაც ვამბობ შენ ვერ ხვდები,
მაგრამ, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ბოლო წამს შეგეხები.
მიყვარხარ და ნუ მაწვალებ გეხვეწები, გეხვეწები...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent