შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღიმილისგან ვიცლები...


18-08-2018, 03:22
ნანახია 1 516

გახლეჩილი არსებობა
და შეშლილი სამყარო...
ნაფლეთებად ქცეული
ძირითადი ორგანო...
სიბნელესთან შერწყმული
და დაშლილი სხეული...
გაგლეჯილი ოცნება და
დალეწილი მიზნები...

მარტოდ მარტო დარჩენილი,
ამღვრეული ღირსება...
რომ იცოდე რა რთულია
უშენობის შეგრძნება...
ჩვეულებრივ მოვლენად
იქცა ჩემთვის ტკივილი...
სევდიანი დავდივარ და
ღიმილისგან ვიცლები...

ბოლო ძალის მოკრებით
საბოლოოდ ვგიჟდები...
შენს წინ ხოხვით მოსული
ცრემლებს ვიწმენდ მუჭებით...
ნუთუ ვერ გრძნობ სიმძიმეს
მხრებზე რომ შემოვისვი?!

გევედრები მოდი და
ჩემი სული იხსენი...
საბოლოოდ ნუ წახვალ
თორემ დავილეწები...
ის უფსკრული მიმსხვერპლებს
რომლისგანაც ოდესღაც
შენი მოსვლით მიხსენი...

ანგელოზის ფრთების შრიალს
ისე ჰგავდა შენი მოსვლა...
შეეშინდათ ჩემს დემონებს
და უკვალოდ ყველა გაქრა...
მაგრამ რაც კი შენ წახვედი
ყველა უცებ გამოფხიზლდა,
მარტოდ მარტო რომ მიგულეს
დამიგლიჯეს ყველა ნატვრა...
გევედრები დამიბრუნდი
და ნურასდროს ნუღარ წახვალ,
თორემ ისევ მიმსხვერპლებენ
და შეშლიან ჩემს გონებას...


პ.ს.
"საზიზღრობაა, მთელი გულით გიცდიდეს ვიღაც
და შენ კი ადგე და სულ უბრალოდ... დაიგვიანო."



№1 სტუმარი სტუმარი თამო

შენ ლექს რომ ვხედავ ვიცი წინ რაღაც სასწაული მელოდება.ძალიან კარგი ხარ და შენ ლექსებიც ძალიან კარგია.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent