შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მუდამ შენ მეყვარები


18-08-2018, 18:13
ავტორი Giorgi Uertashvili
ნანახია 1 939

მე გადავცურავ ზღვას!
შენთვის გადავდგამ მთას!
შევხედავ ცისფერ ცას!
მე მირჩევნიხარ სხვას!

მინდა გითხრა, მხოლოდ შენ ხარ ჩემი გულის სწორი.
გულში გრძნობით მძიმედ არის სიცოცხლის სასწორი.
გულში სისხლის ნაცვლად მაქვს მე ბევრი ალკოჰოლი.
ჩემს გრძნობებს კი არვინ არ ჰყავს ერთი გამომყოლი.

ჩემს საწოლთან დამიდია ვისკის ბოთლი, სიგარა.
გულს აქ უკვე არ დაუსვამს ერთი, ერთი კითხვა რა.
სიყვარულმა ეს იმედი, იმედი მოიპარა.
სიყვარულმა ყველა თხოვნა უკან გადმომიყარა.

გულწასული თითქმის მოვკვდი და ჩავბარდი ღმერთს,
სიყვარულით დავიკარგე, ვეძებ მე იმ ერთს.
წვიმა მოდის და საშინლად ის ჩემს გულმკერდს კვეთს.
გრძნობებს მოწყურებული ვსვამ სისხლის ყველა წვეთს.

გულში გაჩნდა ეკლები და ყველაფერს მიკაწრავს.
ის მე სიკვდილს მშვენივრად და ფაქიზად მიქარგავს.
მე სისხლისგან ვიცლები, ჭრილობას სპირტს მიასხამს.
გამამწარებს სიყვარული, ხრამის პირას მიმაბამს.

მაგრამ ვიცი გადავრჩები, არ მოვკვდები არა!
მხოლოდ დაჭრილი დავრჩები, ამან "გამახარა".
მგონია რომ მას ვიპოვი ვინც არ მეყვარება,
მაგრამ ვისაც ამ გულისკენ გრძნობა ეპარება.

მე მუდამ შენ მეყვარები რაც არ უნდა მოხდეს.
ყველაფერს შენთვის გავიღებ რაც არ უნდა მქონდეს.
ამ სიყვარულს ჩემი გული მუდამ უნდა ფლობდეს.
რომ უყვარხარ ამას მუდამ უნდა ზეიმობდეს.

მე გადავცურავ ზღვას!
შენთვის გადავდგამ მთას!
შევხედავ ცისფერ ცას!
მე მირჩევნიხარ სხვას!



№1  offline წევრი ana beli

მაგაარი ლექსია :) ყოჩაღ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent