შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი თვალები


21-08-2018, 01:27
ნანახია 1 826

ძლიერ მტკენდნენ კარგო შენი,
შიშ ჩამდგარი თვალები,
შენ წახვედი, მე კი ასე გულნატკენი,
სანუგეშოდ დავთვერი,
გავლეშდი!
საუკუნოდ გაიწელნენ ეს უბრალო წამები,
მე კი ავი სურვილებით გახლეჩილს,
ვნატრობ, ვნახო ეგ მეტყველი თვალები,
ხან დამყოლი, ხან ჯიუტი, მეამბოხე თვალები!
წახვედი!
ქარი მარხევს ამ გრძნობებით გაცრეცილს,
მეთკენ მიხმობს ეს მყვირალა ტალღები,
დავნებდი!
ავ სურვილებს დავყევი და
მეც მალევე გავქრები,
როგორც შენი თვალები.
წახვედი?
არაუშავს, მე მუდამ თან გაგყვები!
მეღიმაბა ამ ხიდიდან გაფრენილს,
ცეკვა-ცეკვით, რომ მხვდებიან ტალღები.



№1  offline წევრი sweetgirl

Lamazi leqsia ❤️❤️❤️

 


№2  offline წევრი ნორაგამი

"არასტანდარტულობის" გამო ვაპლიუსებ, ისე კი სუსტია :/

 


№3  offline მოდერი ბელუ შეროზია

ნორაგამი
"არასტანდარტულობის" გამო ვაპლიუსებ, ისე კი სუსტია :/


რას ვიზამთ :დ რაც შემიძლია ესაა, ყოველშემთხვევში ჯერ-ჯერობით.

 


№4 სტუმარი სტუმარი დეფნე

როგორ მიყვარხარ ბელუ რომ იცოდე

 


№5  offline წევრი ნორაგამი

ბელუ შეროზია
ნორაგამი
"არასტანდარტულობის" გამო ვაპლიუსებ, ისე კი სუსტია :/


რას ვიზამთ :დ რაც შემიძლია ესაა, ყოველშემთხვევში ჯერ-ჯერობით.

კითხვა არის ყველაზე "მაგარი" რამ, რაც დაგეხმარება. კლასიკოსებს გირჩევ და შიგადაშიგ თანამედროვე პოეტებს. წარმატებები.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent