შენფერია ეხლა ღამეც ...
შენნაირი თვალები აქვს ღამის მოსვლას, ეშმაკური და თან ამ დროს თავხედი. უშენობა სულზე დაღად მომებჯინა, რაც შენ ასე მოუსვლელად წახვედი. შენნაირი ღიმილი აქვს ვარსკვლავებსაც, მახსოვს ადრე შენს ღიმილს ვერ ვამჩნევდი. სულ პირველად მოღიმილო, რომ გიხილე, მთელი ღამე მაგ ერთ ღიმილს ვარჩევდი. შენნაირად მიბრაზდება ეხლა მთვარე, ვერ ივიწყებს მისგანაც, რომ წახვედი. ვერ ივიწყებს ჩემს გამო, რომ მიატოვე და უშენოდ გაატარა წამები. მთვარემ ისევ მიივიწყა ჩემი გრძნობა, მე, რომ მასზე მეტად მტკივხარ არ ესმის. ჩემთან სულში მონატრებამ ჩამოთოვა, რაც შენ ასე მოუსვლელად წახვედი. ვარსკვლავები შენზე ფიქრებს მიფანტავენ და მეც ვატყობ, ვარსკვლავებს რომ დავნებდი. შენთან ყოფნა შემოჩვეულს შემაცივა, და მეც სითბოს საძებნელად გავედი. ჩუმი 'პოეტესა' |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.