შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

3 ლ'ექსპრომტი


26-08-2018, 03:19
ავტორი ნორაგამი
ნანახია 1 247

* * *
მე მეშინია მარტო დარჩენის,
ხალხში გარევა მაშინებს მეტად,
ეჰ, ჩემი თავი ძნელად სარჩენი
და თავი ჩემი დადიან ერთად.

* * *
როგორ მიყვარდა როცა მღეროდი,
და მერე მორცხვად მზეს რომ დახრიდი,
და მე ყვავილის ერთი ღეროსთვის
თავს ვაბეზრებდი ვიღაც დახლიდარს-
მაშინ, როდესაც ერთმა მანეთმაც
გამიბედა და ჯიბე გახვრიტა.

* * *
ფანჯარამ შეიხსნა ფერმკრთალი საყელო,
ნიავი დაარწევს უჭაღო ლიანებს,
და სუნთქვა კარს მიღმა წვიმაზე აყოლილ,
ჩიტს მოჰგავს წვეთიდან წვეთზე რომ ფრიალებს.



№1  offline წევრი luana

როგორ ველოდი შენ ახალ ლექსს. ძალიან მომეწონა ესეც. მაგრამ მაინც მგონია, რომ უფრო მეტი შეგიძლია და რაღაცას აკლებ. ყველა შენი კომენტარი სხვა ავტორების მიმართ იმდენად ზუსტია, რომ ვხვდები “საკაიფოდ გესმის”. (თვალს გადევნებ :დ) იმედია გაანებივრებ შენს მკითხველს ლ’ექსპრომტებით. წარმატებები!

 


№2  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

სულ უფროდაუფრო მომწონს შენი წერის სტილი. ისე რაღაცანირად წერ როგორც მე მომწონს. ლამაზი მიგნებები გაქვს, უსზღვრო ლექსიკური მარაგი და რაც მთავარია ეშხი რომელიც განდომებს რომ კიდევ ა კიდევ წაიკითხო. მე რომელიც არ ვარ პოეზიის დიდი მოყვარული, ჩემი რაღაც შიშების გამო შენ აგერ უკე მემგონი მეხუთე თუ მეექვსე ლექსს ვკითულობ უკვე. ეს იმიმტომ რომ ვფიქრობ რაღაც სული აქვთ და ეს ძალიან მომწონს...
წარმატებები....

 


№3  offline წევრი ნორაგამი

უუუუღრმესი მააადლიოოობა ^_^

 


№4  offline წევრი nathali lifhonava

მაგარი ხარ
შენი ერთი ლექსი ვიცი
და ძალიან მაგარიხარ
ყოჩაღ ნორაგამ<3
შენს სიახლეებს გადავავლებ თვალს
საყვარელო
--------------------
"როცა ვინმე შეურაცხყოფას მოგაყენებს, ნუ ეტყვი მას: „დაე ღმერთმა გადაგიხადოს“, იმიტომ რომ ეს თავაზიანი წყევლაა".

 


№5  offline წევრი ნორაგამი

nathali lifhonava
მაგარი ხარ
შენი ერთი ლექსი ვიცი
და ძალიან მაგარიხარ
ყოჩაღ ნორაგამ<3
შენს სიახლეებს გადავავლებ თვალს
საყვარელო


ძალიან დიდი მადლობა ^^, არც ისე მაგარი ვარ :D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent