შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე და ჩემი გული


25-08-2018, 23:28
ავტორი Giorgi Uertashvili
ნანახია 2 122

ღრუბელს ცა დაუფარავს
და სითბო დაუმალავს.
გრძნობები გაუფანტავს
და ბრძოლა გაუმართავს.

სიყვარული შობილი,
მხოლოდ ერთხელ უნახავს.
მთვრალი, ძირს დამხობილი,
სიყვარულს გულს უხატავს.

ეს ღრუბლები იკვრება,
ემზადება საწვიმრად!
გული სევდით ივსება
და ტირის ცის მაგივრად!

გარეთ უკვე ელვაა.
ელვა, ჭექა-ქუხილი!
აქ გარეთაც სევდაა,
მე კი კვლავ მაქვს დუმილი...

აი უკვე წვიმაა.
არა! მგონი სეტყვაა.
ეს ამ გულის სიტყვაა,
ეს ამ გულის ფეთქვაა.

მისთვის ჩემთან ყინვაა,
სიცოცხლეს გამიჯვნაა.
გულში?! გულშიც ბინდია!
მასში დიდი მითია!

მინდა მუდამ მესმოდეს
მისი, მისი ფიქრები.
მსურს ყოველთვის მჯეროდეს,
რომ შენ ჩემი იქნები.

მე ყინული მეცემა
და ის მიჭრის გულს.
მე სულ გრძნობა მედება,
კლავს გონებას, სულს!

მე მივდივარ უცვლელად,
მივუყვები გზას.
გონების შეუსმენლად
დავადგები მთას.

ღრუბელი ცხოვრებას სდევს
და მიკაწრავს გულს!
ის წერილებს ჩემს გულს სწერს
დამწვარს, დადაგულს...

მე ისევ მივუყვები იმ ერთ უცვლელ გზას,
მაგრამ ჩემს წინ არაფერი, არაფერი სჩანს.
აქ ვერაფერს მე ვერ დავლევ, ვერც ღვინოს, ვერც წყალს,
მაგრამ მუდამ მიმამსგავსებთ პოეზიით მთვრალს!



№1  offline წევრი nathali lifhonava

კარგი ხარ შენ
ძალიაან მომეწონა heart_eyes
--------------------
"როცა ვინმე შეურაცხყოფას მოგაყენებს, ნუ ეტყვი მას: „დაე ღმერთმა გადაგიხადოს“, იმიტომ რომ ეს თავაზიანი წყევლაა".

 


№2  offline მოდერი Giorgi Uertashvili

nathali lifhonava
კარგი ხარ შენ
ძალიაან მომეწონა heart_eyes

ნატალიი, ძალიან დიდი მადლობაა heart_eyes
--------------------
გ.უერთაშვილი

 


№3  offline წევრი sweetgirl

Au ra kaiaa ❤️❤️

 


№4  offline წევრი ნორაგამი

მერვე სტროფიდან ირღვევა რიტმი, რასაც იწვევს სარითმო წყვილების სამმარცვლიანი გარითმვიდან ერთმარცვლიანში გადასვლა (2-4) და 2 მარცვალი აკლია, შემდეგ, ბოლო სტროფში, ისევ ირევა. სუსტია რითმა როცა არსებითი სახელი ერითმება არსებით სახელს, ზედსართავი- ზედსართავს, ზმნა- ზმნას და ა.შ. სუსტია რითმები რომელთაც ერთი ფუძე აქვთ.

მიუბრუნდი ხოლმე და იმუშავე ლექსზე.

წარმატებები .

 


№5  offline მოდერი Giorgi Uertashvili

ნორაგამი
მერვე სტროფიდან ირღვევა რიტმი, რასაც იწვევს სარითმო წყვილების სამმარცვლიანი გარითმვიდან ერთმარცვლიანში გადასვლა (2-4) და 2 მარცვალი აკლია, შემდეგ, ბოლო სტროფში, ისევ ირევა. სუსტია რითმა როცა არსებითი სახელი ერითმება არსებით სახელს, ზედსართავი- ზედსართავს, ზმნა- ზმნას და ა.შ. სუსტია რითმები რომელთაც ერთი ფუძე აქვთ.

მიუბრუნდი ხოლმე და იმუშავე ლექსზე.

წარმატებები .

გმადლობთ❤
--------------------
გ.უერთაშვილი

 


№6  offline წევრი luana

მომეწონა, მაგრამ დასაწყისი მართლა უკეთესი აქვს. წარმატებები<3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent