შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მითხარი მოგენატრებიო


1-09-2018, 01:06
ავტორი luana
ნანახია 2 053

ხო მომენატრე, ჰა ვამბობ კარგო,
ხო მომენატნენ შენი თვალები,
ხო მინდა შენთან მოვიდე, გნახო,
ხო მინდა ვიყო ერთხელ თავხედი.
მე უკვე ისე ხშირად მტკივდება
გულის მიდამო, ყელი, ხელები,
იმდენად მინდა შენი შეხება
ვეღარ მაკავებს ჩემი ფეხები.
მაგრამ ისევ აქ იღვიძებს ის ხმა,
ის წყეული ხმა მიკლავს მე ზრახვებს.
ისე ძნელია მოვიდე შენთან,
მონატრებაც კი ვერ მშველის მე დღეს.
ისე ძნელია ახლა მოვიდე,
გადავაბიჯო სიცრუეს წყეულს,
რა ვქნა, რომ დღემდე ვერ დავივიწყე
წასვლის მიზეზი ახსოვს ჩემს სხეულს.



№1  offline მოდერი bla.ell

მომეწონა ლამაზი ლექსია დ აგანსაკუთრებით დასაწყისი მომეწონა❤❤❤

 


№2  offline წევრი sweetgirl

Lamazi leqsia yochag❤️❤️❤️

 


№3  offline წევრი luana

bla.ell
მომეწონა ლამაზი ლექსია დ აგანსაკუთრებით დასაწყისი მომეწონა❤❤❤

როგორ გამახარე <3 ძალიან დიდი მადლობა <3

MariamChiokadze
Lamazi leqsia yochag❤️❤️❤️

მადლობა დიდიი <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent