შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შთაგონება


9-09-2018, 21:28
ავტორი GiovaneFuoriclasse
ნანახია 1 382

წვიმიან ღამეს ლიმნიან რამეს
შევუკვეთავ თქო ვიფიქრე ბარმენს
ვხედავ გოგონას წიგნს კითხულობდეს
და იწმინდავდეს ცრემლიან თვალებს
დავჯექი და დალევა დავიწყე
წინ კალამი და რვეული დავიწყე
ჩვეული არარის ასეთი საღამო
წარმოსახვაში მოვლენები ავიწყე
ვიფიქრე დავიწყებ წერას
ულამაზესი ასე რომ ღელავს
ჯერ ჩემს მუზებს გავუსწორდები
შემდეგ კი მას შევთავაზებ შველას
ცოტახანში მოვითხოვე ვისკი
ის კი აგრძელებს კითხვას
მინდოდა მეკითხა ასე რას განიცდის
და უეცრად თვითონ მასწრებს კითხვას
რომ გადმოვჯდე წინააღმდეგი ხართ?
მეც თავის გაქნევით ვუთხარი არა
ახლა თქვენ ჩემთვის იმაზე მეტი ხართ
ვიდრე მუზების შეკრული ფარა
გადმოჯდა და განაგრძო კითხვა
არ უთქვამს არაფერი საერთოდ
არა მადლობა კი თქვა
და შემდეგ ისევ კითხვით გაერთო
თითქოს შუაში გვქონდა ტიხარი
მეც ლექსის წერა განვაგრძე ღიად
სასმელს თუ მიირთმევ ის მაინც მითხარი
თავის დაკვრით მომიგო დიახ
გარშემო ვერ ვამჩნევდი ვერავის
წერას და მას ვუთმობდი გონებას
თითქოს სიჩუმით ამბობდა მე ვარ ის
წერისდროს რომ გაძლევთ შთაგონებას
ხანდახან ერთმანეთს თვალს ვუსწორებდით
და ვუჭახუნებდით ვისკს
ღამე დაგვათენდა ასე უსიტყვოდ
არც მე ვლაპარაკობდი არც ის



№1  offline წევრი ana beli

ყოჩაღ. კარგი ლექსია

 


№2  offline წევრი GiovaneFuoriclasse

ana beli
ყოჩაღ. კარგი ლექსია

მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent