განდევნის გული ფიქრებს მეწამულს
განდევნის გული ფიქრებს მეწამულს, ანდა რიღასთვის ვიწყებ თავიდან, დასჩნდა ჭაღარად ბებერ წიწამურს, ის ერთი წელი, დღეს რომ გავიდა... მე დროს გარდასულს როდი მივტირი, ან რაღა ეთქმის ნაძრახ სიცოცხლეს, ჩავეშვი ბნელში, როგორც სატირი, და მხოლღა მხარზე ვაზივარ ცოცხლებს. მოიტანს დილა ცვრიან ეკლებად, ხატებას შენსას მასში არეკლილს, და მე არ ვიცი, რაღად ეშლება, ან გული მკერდის კედლებს რად ეკვრის?! რად უნდა მოსვლა როგორც გაზაფხულს, ან როგორც მთვარეს რად სურს ყურება, ანდა გონებას ტანჯვით დაზაფრულს, რად სძალუცს შენი მალვით ყურება?! გაჩერებულა ჩემთვის დროება, დიდი ხანია აღარ თამაშობს, დიდ ციფერბლატზე ბრძენი ისრები, დიდი ხანია კადრებს აღარ შობს.. საუკუნეთა ორომტრიალში, ერთი კინკილა წელი გავიდა, ამ თორმეტი თვის ვაგლახ ყიალში რაღა ჯანდაბად ვიწყებ თავიდან?! ატყდება ქარი და ქარიშხალი თმის ბილიკებზე სუნთქვებს გადათვლის, ან კი ვინ იცის, სიძვის რიყეზე, სხვა საქონელში ვინ სად გადაგცვლის.. ან ის ვინ იცის, ცოდვის უბიდან, ვინც არ იხილვის, რა ემართება, ან რაც ბნელია შენთვის, ოდესღაც, აღარ გახდება სხვისი ნათება.. რად დააბიჯებ სულო ცოდვილო, ან დედამიწას ობოლს რას ერჩი, შენ, სიკვდილის და ცრემლის ძმობილო, რაღად გიყურებს სარკე დაგეშილს?! მოდგა წყვდიადში ქველი შიმშილი, და სინატიფე ვნებას გაშორდა, ნეტავი იმას ვისაც მისტირის, დღემდე დასჯილი ლუცის ბავშვობა... არ დამითვლია დღემდე დღეები, რადგან გავჩერდი, არსად დავძრულვარ, დაცემული და განახელები, ო, ღმერთო ჩემო, რაზე წავსულვარ... ანდა ვინ არის ლაჩრის შენმდობი, ან მოწყალება გვამს რას არგია, რატომ არ ვკვდები, რად არ მეთმობი, რას დავტანტალებ სულით ავყია... დღეს შევიფარე ჩემივ ხელები, ერთი წლის შემდეგ მაინც გეძებდნენ, ო ნუღარასდროს დაიწყევლები ასე ძლიერად, ბედის მეთევზევ... არ ჰყოფნის ოთახს ცივი ჰაერი, თუმც რა ხანია პულსი გაჩერდა, აწ გვიანია როცა გავები და ვეღარასდროს გავალ აქედან.. მოდის ქვესკნელის მუნჯი ჯალათი, ეგიდიუსიც მოჰკლეს.. გააქრეს... ერთი წელია.. საღსალამათი ვზივარ და მხოლოდ შუქი ჩააქრეს... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.