შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისე გავიდა ეს გაზაფხული…


30-09-2018, 22:22
ავტორი Taattu
ნანახია 3 982

ისე გავიდა ეს გაზაფხული…
მე ერთი სიტყვაც არ მახსოვს შენი,

მე ― სიყვარულით ვარ დაზაფრული,
კიდეც რომ გსურდეს, ვეღარ მიშველი.

ისე გავიდა ეს გაზაფხული,
მე ერთი სიტყვაც არ მახსოვს შენი.

რა დაგიშავე, მითხარი ბარემ,
რად ამითრთოლე მგზნებარე გული,
რისთვის მომიკალ, რად გამიმწარე
ეს სიჭაბუკე და გაზაფხული.

მე სიყვარული ამიტანს უცებ,
დაგეძებ, დამსდევს ფიქრთა კრებული,
დავიარ თბილის-ქალაქის ქუჩებს
და დავბრუნდები აცრემლებული.

ვაი, სად გნახო, საით იქნები,
ვიცი ― გარბიხარ და მემალები,
შენ დაგეძებენ ჩემი ფიქრები
და ამღვრეული ჩემი თვალები.

ჩემთვის ერთია, სადაც იქნები,
ჩემს სიყვარულში დაგაჯერებენ,
შემოგხვდებიან ჩემი ფიქრები
და ჩემს მაგივრად გაგაჩერებენ.

შენ შემომხედავ მწყრალი თვალებით,
გაიცქრიალებ და შებრუნდები;
მე ვნებიანი და ნამთვრალევი
გეტყვი: ― აროდეს არ შემძულდები!

ნუ გაფრინდები, ჩემო ოცნებავ,
ნუ გაგიტაცებს თრთოლვა ქალური,
მე შენთვის მინდა ეს საოცრება,
ეს სიჭაბუკე და სიყვარული.

ნუ მათქმევინებ ამ გაზაფხულზე:
― ნეტავი, მიწა მეყაროს გულზე!

ჰოდა, თუ მოხვალ ვარდებით ხელში
(პოეტებს უყვართ ვარდის სურნელი)

ვიმღერებ მუდამ მე, შენი ეშხით
და სიყვარულით განუკურნელი.

დავლევთ სიყვარულს, როგორც ტკბილ ღვინოს,
გეტყვი, რაც დამაქვს გულში ფარული,
მერე წავიდეთ, დავაგვირგვინოთ
ეს სიჭაბუკე და სიყვარული.

_ლადო ასათიანი_

1938



№1  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ეე, აი ბოლოში ლადო რო წავიკითხე მანდ ჩამიკვდა ახალგაზრდობა laughing არადა გამიხარდა, დიდი პოეტი გამოჩნდა მეთქი laughing

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent